კაზუო იშიგურო - მუსიკოსობაზე მეოცნებე მწერალი

კაზუო იშიგურო იაპონური წარმოშობის ბრიტანელი მწერალია. იგი 1954 წლის 8 ნოემბერს დაიბადა იაპონიის ქალაქ ნაგასაკიში. 1960 წელს მისი ოჯახი ბრიტანეთში გადავიდა საცხოვრებლად. მამამისმა ოკეანოგრაფიის ეროვნულ ინსტიტუტში დაიწყო კვლევები. თავად კაზუომ ვაჟთა გიმნაზიაში მიიღო განათლება. მუსიკოსობაზე ოცნებობდა, კლუბებში უკრავდა, პროდიუსერებს უგზავნიდა ჩანაწერებს, მაგრამ წარმუმატებლად. 


1978 წელს ბაკალავრის ხარისხი მიიღო კენტის უნივერსიტეტში. ლონდონში სოციალურ მუშაკად მუშაობდა. 1980 წელს ხელოვნების მაგისტრი გახდა აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტში. სულ ცოტა ხანში იშიგურომ სიტყვები დაწერა ჯაზური მომრერლის სტეისი კენტის ალბომისთვის „საუზმე დილის ტრამვაიში“.

ლიტერატურული კარიერა 1981 წელს დაიწყო სამი მოთხრობის გამოქვეყნებით. 1983 წელს, თავისი პირველი რომანის გამოქვეყნებიდან სულ მალე, გრანტზე წარადგინეს, როგორც „ერთ-ერთი საუკეთესო ახალგაზრდა ბრიტანელი მწერალი“. რომანს ერქვა „იქ, საიდანაც გორაკები ჩანს“.

ასეთივე წამახალისებელი ჯილდო მიიღო მიღწევებისთვის 1993 წელს. შემდეგი რომანები იყო „წებოვანი სამყაროს მხატვარი“ და „დღის ნარჩენი“, რომელმაც ბუკერის პრემია მიიღო. 

კრიტიკოსები აღნიშნავდნენ, რომ იაპონელმა დაწერა „XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე ინგლისური რომანი“. მას ჯოზეფ კონრადსა და ვლადიმირ ნაბოკოვს ადარებდნენ. ამ რომანის მიხედვით საკმაოდ წარმატებული ფილმი გადაიღეს, რომელშიც ენტონი ჰოპკინსი და ემა ტომპსონი მონაწილეობდნენ.


იშიგურო ლიტერატურის სამეფო საზოგადოების წევრია, მისი ნაწარმოებები მსოფლიოს 30-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.

მწერალი ამჟამად ლონდონში, ცოლთან - ლორნა მაკდუგალსა და ქალიშვილთან ერთად ცხოვრობს.

უფრო დიდი წარმატება მოჰყვა მისი რომანის - „არასოდეს გამიშვას“ ეკრანიზაციას „არასოდეს გამიშვა“ იშიგურომ 2005 წელს დაწერა. ეს რომანი ჟურნალმა „ტაიმმა“ ყველა დროის 100 საუკეთესო ინგლისურ რომანს შორის დაასახელა. „არასოდეს გამიშვა“ წარდგენილი იყო ბუკერის პრემიაზეც.

2017 წელს, კაზუო იშიგურო ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი გახდა -  „უდიდესი ემოციური ძალის მქონე რომანებში გააშიშვლა ჩვენი ილუზორული კავშირი სამყაროსთან“.

„ჩემი მიზანია „საერთაშორისო რომანები ვწერო“. რა არის „საერთაშორისო რომანი“? ეს არის რომანი, რომელიც მსოფლმხედველობით ახლოსაა ყველაზე განსხვავებულ ადამიანებთან, სადაც უნდა ცხოვრობდნენ ისინი. მის გმირებს შეუძლიათ მართლაც იმოგზაურონ კონტინენტიდან კონტინენტზე, ან კიდევ მთელი ცხოვრება მშობლიურ სოფელში გაატარონ, - ამბობს იშიგურო. - ჯერ მხოლოდ 50 წლის ვარ, მაგრამ უკვე მართლა ვგრძნობ, როგორ სწრაფად გამირბის დრო. „სიამაყე და ცრურწმენა“ დაწერა ვიღაც ახალგაზრდამ. „ომი და მშვიდობა“ დაწერა ვიღაცამ, რომელიც იოლად მოიპოვებდა ჯილდოს, როგორც „საუკეთესო ახალგაზრდა რუსი მწერალი“. იმას არ ვამბობ, რომ უკვე სიკვდილის დრო დამიდგა, მაგრამ მესმის, რომ ჩემი შესაძლებლობები, როგორც მწერლის, ასაკთან ერთად შეიძლება აღარ იყოს ისეთ დონეზე და მე შეიძლება გავხდე ერთ-ერთი იმ მწერალთა შორის, რომლებსაც პატივს სცემენ იმ სამუშაოს გამო, რომელიც ახალგაზრდობისას შეასრულეს, მაგრამ ვცდილობ ამაზე არ ვიფიქრო“.

„ოთხვარსკვლავიანი“ ფილმი

რომანის „არასოდეს გამიშვას“ მიხედვით, 2010 წელს რეჟისორმა მარკ რომანეკმა გადაიღო ფილმი-უტოპია ამავე სახელწოდებით. ფილმში მთავარ როლებს კირა ნაიტლი, კერი მალიგანი და ენდრიუ გარფილდი თამაშობენ. აშშ-ში ფილმი 2010 წელს გამოვიდა ეკრანებზე, დიდ ბრიტანეთში კი ერთი წლის შემდეგ. ფილმი უფრო ფანტასტიკური გამოვიდა, ვიდრე რომანი იყო. რეჟისორს მეტად გამძაფრებული ჰქონდა მთავარი თემა - უჩვეულო სკოლა-ინტერნეტში ადამიანების კლონირება ხდება ცოცხალი დონორების შესაქმნელად, ორგანოების გადანერგვისთვის.


რომანის ეკრანიზაციას დიდი მოწონებით შეხვდა როგორც კრიტიკა, ასევე ფართო საზოგადოება, ცნობილმა კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ფილმს უმაღლესი შეფასება მისცა - 4 ვარსკვლავი. 2010 წელს ბრიტანეთის დამოუკიდებელი კინოს პრემია მიიღო კერი მალიგანმა, როგორც საუკეთესო მსახიობმა, ამას გარდა ფილმი ამავე პრემიის ხუთ ნომინაციაზე იყო წარდგენილი.

2011 წელს ასევე ხუთი ნომინაცია ჰქონდა „სატურნის“ პრემიაზე (მათ შორის, როგორც საუკეთესო სამეცნიერო-ფანტასტიკურ ფილმს) და „დამოუკიდებელი სულის“ პრემიაზე, როგორც საუკეთესო ოპერატორულ ნამუშევარს.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram