„ამერიკული გოთიკა“ - 300 დოლარად გაყიდული შედევრი

ამერიკელი მხატვრის გრანტ ვუდის (1891-1942) მიერ 1930 წელს შესრულებული ნახატი:


ორი მოდელი - ერთი მხრივ მხატვრის და, ნან ვუდ გრეჰემი, რომელსაც ვუდი დაპირდა, რომ ფიგურას სახეს დაუგრძელებდა, მოხუცი კაცის ცოლად რომ არ მიეჩნიათ.

მეორე მხრივ კი მოხუცი ფერმერი, მხატვრის სტომატოლოგი - დოქტორი ბაირონ მაკები.

სახლი - აიოვაში მდებარე ერთ-ერთი „რიგითი“ შენობა, რომელშიც ვუდმა რაღაც გოთიკურს მიაგნო და მისი არაერთი ჩანახატიც შექმნა.

მხატვარი აიოვაში გაიზარდა, 1920-იან წლებში ხშირად მოგზაურობდა ევროპაში, სადაც მისი ინსპირაცია იმპრესიონიზმი და პუანტელიზმი იყო. 

იან ვან ეიკი - არნოლფინების ოჯახის პორტრეტი
მასზე დიდი გავლენა მოახდინეს ძველმა არტისტებმაც. ვუდი ხშირად ამბობდა, რომ იან ვან ეიკის ხედვამ მისი მხატვრობა შეცვალა. 

„ამერიკული გოთიკა“ 1930 წელსაა შესრულებული და ამავე წელს, ჩიკაგოს ხელოვნების ინსტიტუტში გამართულ კონკურსზე გამოიფინა, სადაც მხოლოდ მესამე ადგილი ერგო. გრანტ ვუდმა ნახატი მუზეუმს 300 აშშ დოლარად მიყიდა.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram