ხორხე ლუის ბორხესი - ჯვარცმული ქრისტე

იგი ფეხებით ეხება მიწას.

ჯვრები ერთი სიმაღლისაა. ქრისტე

არ არის შუაში. იგი მესამეა. მკერდი

დაფარულია შავი წვერით. სახე

ისეთი არა რის, როგორიც გრავიურებში, – ებრაული

მკაცრი იერით. მე მას ვერ ვხედავ

და ჩემი აღსასრულის დღეებამდე

დაუღალავად ყველგან უნდა ვეძებო.

ბოლომდე დასუსტებული, იგი უსიტყვოდ იტანჯება.

დასერილი აქვს შუბლი ეკლის გვირგვინისგან.

მას არ ესმის დაცინვა ბრბოსი,

რომელიც პირველად არ მისჩერებია სიკვდილს

მისას ანდა სხვისას. ყველაფერი ერთია.

იგი ჯვარზეა გაკრული. ბოდვისას იგი ხედავს სამეფოს,

რომელიც, შეიძლება, მას ელოდება,

და იმასაც, ვისთან დაახლოებაც ვერ შეძლო.

და არაფერი უწყის მან

თეოლოგიასა და გნოსტიციზმზე,

მიუწვდომელ სამებაზე, ტაძრებზე,

ოკამას სამართებელსა და ლიტურგიაზე,

მეწამულ სამოსელსა და მიტრაზე,

და გუტრუმას ხმალთან ნათლობაზე,

ინკვიზიტორებსა და მსხვერპლთა სისხლზე,

ბოროტ ჯვაროსნებზე, ჟანა დარკზე

და პაპებზე, იარაღს რომ აკურთხებენ.

მან იცის: იგი ღმერთი კი არა, ადამიანია

და არ ტანჯავს სწრაფი აღსასრული.

მას ტანჯავენ მხოლოდ ლურსმნები. იგი

არ არის რომაელი. არ არის ბერძენი. ჩუმად კვნესის.

მან ჩვენ დაგვიტოვა საოცარი მეტაფორები

და პატიების აზრი,რითაც შეიძლება

არაფრობამდედავიყვანოთ წარსული

(ეს აზრი ჩაწერილია ციხეში

ერთი ირლანდიელის მიერ).

გათელილი სულით იგი ეძებს სიკვდილს

სქელდება ბინდი. იგი უკვე მკვდარია.

უმოძრაო სხეულზე მიცოცავს ბუზი(?)

რა სარგებელია ჩემთვის, რომ მან იტანჯა, –

როცა მე – როგორც ვიტანჯებოდი, ისე ვიტანჯები?


ხორხე ლუის ბორხესი - სხვადასხვა წლების ლექსები და მინიატურები
მთარგმნელი - ელგუჯა მარღია
გამომცემლობა „პროფილი+“

Vangogen • ვანგოგენი

Instagram