შეგონებები წარსულიდან #21 - ჰაინრიხ ჰაინე

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

უნდა შევუნდოთ და მოვუტევოთ ხოლმე მტერსა, მაგრამ მხოლოდ მას შემდეგ, რაც ჩამოახრჩობენ.

***

უგულო ადამიანი არარაობაა, რადგან აზრი, ზრახვა ხომ გულიდან გამოდის და არა თვიდან?!

***

ვინც ისე შორს არ მიდის, რა სიშორითაც გული ეუბნება და გონება ნებას აძლევს, იგი მხდალია; ვინც რამდენად სურდა, იმაზე შორს მიდის, იგი მონაა.

***

ცრემლს მარტო ის მწუხარება მოგვგვრის ხოლმე, რომელიც ჩვენი თვითონ თავს გარდაგვხვდა, ყოველი ჩვენგანი მარტო თვის თავსა სტირის.

***

სიამოვნება და დატკბობა სხვა არა არის რა, გარდა მეტისმეტად სასიამოვნო ტკივილისა.

***

სამკვიდრო მონისა იქ არის, სადაც ჯოხი და მათრახია.

***

ზნეობა - გონიერება გულისა.

***

ჯარს, ერს არ უყვარს დაცინვა. ერი, როგორც გენიოსი, როგორც სიყვარული, როგორც ტყე, როგორც ზღვა, გულჩახვეული და წარბშეჭმუხვნილია.

***

თითოეული ადამიანი ქვეყნიერებაა, რომელიც მასთან ერთად იბადება და მასთან ერთად კვდება. თითოეული კაცის საფლავის ქვის ქვეშ დამარხულია მთელი ქვეყნიერების ისტორია.

***

უღრმეს ჭეშმარიტებას შობს მარტო უღრმესი სიყვარული და სხვა არაფერი.

***

ქორწინება არის ზღვა, რომლისთვისაც ჯერ კომპასი არ გამოუგონებიათ.

***

მარტო გენიოსსა აქვს ახალი აზრისათვის ახალი სიტყვა.

***

რაც ზამთარმა წაგვართვა, გაზაფხული გვიბრუნებს.

***

ვარდის ზეთი ძვირია, მაგრამ დიდი უგუნერება იქნება ყველა ვარდის გაუქმება ამ ზეთის ერთი წვეთის მოსაპოვებლად.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram