შეგონებები წარსულიდან #17 - მიშელ დე მონტენი

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

წკეპლისაგან იმსი მეტი სიკეთე არ მინახავს, რომ იგი ან ასუსტებს და აფრთხობს ადამიანის სულსა და გულს, ან აბოროტოებს და აჯიუტებს მას.

***

ადამიანი, რომელიც ცოტასა საქმობს, მეტისმეტი ყბედია; ვინც ცოტასა ფიქრობს, იგი ბევრსა ლაპარაკობს.

***

მეცნიერება ჭაა, თვით ოკეანეზედ უღრმესი.

***

უსაქმობა ყველა სენზე უფრო მეტად აუძლურებს ვაჟკაცობას.

***

ყველა იგი ნოყიერი არ არის, რაც გემრიელია.

***

კდემა და მორცხვობა ყველასათვის შესაფერისია და მართებული, კაცმა ეს თვისებანი თავის დღეში არ უნდა დაჰკარგოს.

***

შეუძლებელია პატიოსნად აზროვნება იქ, სადაც მთელი ფიქრი ადამიანისა ლუკმა პურის მოპოვებას უნდება.

***

ლუიზიანაში მცხოვრებნი ნადირ-კაცნი, როდესაც ნაყოფის მოკრეფა უნდათ, ხეს ძირიანად მოსჭრიან ხოლმე და ისე ჰკრეფენ ხილს... ასევე იქცევა ყოველი მტარვალი მმართველობა.

***

თვითონ ნაკლოვანებით სავსე და ღირსებას მოკლებული არსება, ნიადაგ სხვის ნაკლოვანების ძებნაშია. გმობს სხვას, რომ ამით თავისი სულის მწუხარება შეიმსუბუქოს.

***

ვისაც ტანჯვის ეშინია, იგი უკვე იტანჯება შიშისაგან.

***

ყველაფერი ნოყიერი არ არის, რაც კი გემრიელია.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram