რამდენიმე ფაქტი ბასტილიის შესახებ...

1476 წელს ლუი მეთერთმეტემ ბასტილიის ციხესიმაგრე საპყრობილედ აქცია. აქედან მოყოლებული, 313 წლის განმავლობაში მას ცივ საკნებში არაერთი გამოჩენილი ფრანგი მოხვდა.

ამ მრისხანე ციხის პირველი პატიმარი იყო მეფის საწინააღმდეგო შეთქმულებაში ეჭვმიტანილი ჟან დარმინიაკი. მას შემდეგ კი: ჰერცოგი დე ნემური, კარლო დე გონგო, ჰერცოგი ბირონი, ბასომპიერი, ფუკე, პლისონი, ვოლტერი...

ვინმე ლატიული დააპატიმრეს 16 წლისა და აქ იჯდა 30 წლის განმავლობაში. გაქცევის სამი უშედეგო მცდელობის შემდეგ ლატიული შეიშალა და მხოლოდ ამის შემდეგ გამოუშვეს. მისი დაპატიმრება კი გამოწვეული იყო მადამ დე პომპადურზე - ლუი XV-ის ფავორიტზე, თავდასხმის ინსცენირების გამო.

იყო სხვაგვარი შემთხვევებიც, როცა გარკვეული კატეგორიის პატიმრები ბასტილიაში სულაც არ გრძნობდნენ თავს ცუდად. მაღალი კასტის პატიმრებს აქ შეეძლოთ ავეჯით მოეწყოთ კამერა, ესარგებლათ ტრაქტორით, რომელიც ბასტილიის ცხვირწინ მდებარეობდა. ამიტომ გასაგებია ბასტილიის ციხის ერთ-ერთი საპატიო პატიმრის - ქალბატონ როზეტ დე დონეს, შემდეგ ცნობილი მადამ დე სტალის ჩანაწერი, რომელიც ციხეში გატარებულ ორ წელიწადს განეკუთვნება:

„ეს იყო უბედნიერესი ხანა ჩემი ცხოვრებისა. ვიფიქრებდი კი, რომ ბედნიერება მელოდებოდა ბასტილიაში?“

გასაგები იყო მადამ სტალის ამგვარი ჩანაწერი, მას ხომ აქ გატარებული წლებთან მეტად რომანტიკული და ნაზი რომანის მოგონებები აკავშირებდა.


დიმიტრი შველიძე - თავშესაქცევი ისტორიული ამბები

Vangogen • ვანგოგენი

Instagram