შეგონებები წარსულიდან #3 - ნაპოლეონ ბონაპარტე

მსოფლიო გამოჩენილ ადამიანთა აზრები და გამონათქვამები, აფორიზმები, ანდაზები და ხალხური თქმები, რომლებიც წლების განმავლობაში იბეჭდებოდა ილია ჭავჭავაძის „ივერიაში“ „დამაკვირდის“ რუბრიკით.

***

ყოველ სხვა ღირსებას მოკლებულია ქალი, რომელიც თავს იწონებს მარტო იმით, ლამაზი ვარო; ლამაზი ქალი თვალს მოსწონს, კეთილი - გულს; პირველი - ლამაზი ნივთია, მეორე - საუნჯე.

***

უპირველესი სათნოება - მამულისათვის თავის დადებაა.

***

გონებასა და ჭკუას შორის ძალიან დიდი მანძილია.

***

თუ გინდა რომ სძლიო სიყვარულს, გაექეცი.

***

სხვების სისულელე ჩვენ ვერასოდეს ვერ დაგვაჭკვიანებს.

***

ჭეშმარიტი სიმდიდრე ქონების სიდიდე კი არ არის, არამედ მისი გონიერად მოხმარება.

***

ზეაღმავალი შეიძლება შედგეს კიდეც, და ქვედაქანებული კი - არასდროს.

***

ფეხზე წამოდგომის მსურველს იშვიათად უჭერს ვინმე მხარს, იმას კი, ვინც ძირს დასაცემად გამზადებულია, ხელს ბევრნი ჰკრავენ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram