თომას მანი, ჰერმან ჰესე და ნობელის პრემია

თომას მანის წერილი ჰერმან ჰესეს, 1945 წლის 25 ნოემბერი:

„ნეტა, ვინ არის ის ჩილელი ქალბატონი, წელს ლიტერატურის დარგში ნობელის პრემია რომ მიიღო? ამას დავარქმევდი შორეულ ქვეყნებში ხეტიალს იმ დროს, როცა კარგი ასე ახლოსაა. უკვე ვფიქრობ, თავი შეურაცხყოფილად ხომ არ უნდა ვიგრძნო ჩემი შეთავაზებებისადმი ასეთი უყურადღებობის გამო“.

P.S. 1945 წელს, ნობელსი პრემია ლიტერატურის დარგში ჩილელ პოეტ ქალს - გაბრიელა მისტრალს მიანიჭეს. („ძლიერი ემოციებით შთაგონებული ლირიკისათვის, რომელმაც პოეტის სახელი მთელ ლათინურამერიკულ სამყაროში იდეალური მისწრაფებების სიმბოლოდ აქცია“).

P.P.S. მომდევნო, 1946 წელს, „ინსტირირებული შემოქმედებისათვის, რომელიც გამოირჩევა ღრმა კლასიკური ჰუმანური იდეალებით“, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის ლაურეატი ჰერმან ჰესე გახდა.


წყარო - თომას მანი, ჰერმან ჰესე - პირადი მიმოწერა
გერმანულიდან თარგმნეს ეკატერინე რაისნერმა და ნატალია ნადირაშვილმა

Vangogen • ვანგოგენი

Instagram