ლადო გუდიაშვილი: მოდილიანიმ ორი ნახატი მაჩუქა და მითხრა...

მოდილიანიმ იცოდა საკუთარი ნახატების ფასი, მაგრამ უნდოდა სხვანაირად შენახულიყვნენ ეს ნახატები, სხვანაირად დაეფასებინათ იმ შემთხვევაშიც კი, როცა ისინი შემთქვევით იქმნებოდნენ. 

ამასთან დაკავშირებით, ერთ-ერთ საინტერესო ამბავს იხსნებს ლადო გუდიაშვილი:

„მინდა მოგითხროთ ისტორია მოდილიანის ორი ნახატისა, რომლებიც თვით მან მაჩუქა. ერთხელ ჩვენ კაფე „როტონდაში“ ერთმანეთსი გვერდით ვისხედით. ვლაპარაკობდით ხელოვნებაზე, ჭადრაკზე, მოდებზე, იაპონელ მხატვარ ფუჟიტას ცხოვრებაზე, სურათებით მოვაჭრეთა შეუბრალებლობაზე, ცხელ კრუასანებზე. ჩვენს პირდაპირ ისხდნენ გოგონები - პოლონელები. ერთი მათგანი ამადეომ ჩაიხატა თავის ალბომში და მიუტანა გოგონას. მან დახედა ჩანახატებს და აღშფოთებულმა მაშინვე უკან დაუბრუნა ავტორს. სრულებით არ მგავსო, უთხრა. გულფიცხმა ქალიშვილმა შეურაცხჰყო მხატვარი, მე კი, ამადეოს გვერდით მჯდარი, ვამშვიდებდი მას, როგორც შემეძლო.

ამადეო ცოტა ხანს დაფიქრდა, მერე გადმომცა ეს ორი კროკი და მითხრა:

„წაიღე, ჩემო მეგობარო, ეს ნახატები სახსოვრად. მაგ სულელს ამისი არაფერი გაეგება. შენ შეინახავ მაინც“.

ასე დამთავრდა ჩვენი შეხვედრი ერთი მომენტი.

მიყვარს ეს ნახატები, ვუფრთხილდები და ხშირად ვიხსენებ ამადეოს, ჩვენი თანამედროვეობის უშესანიშნავეს მხატვარს. 

ამადეო მოდილიანი კაფე „როტონდაში“, 1966 წ.  - ლადო გუდიაშვილი
ვიხსენებ კაფე „როტონდაში“ გატარებულ დღეებს, ჯადოსნურ ქალაქ პარიზს, მის სასწაულმოქმედებას და სიდიადეს“.


თარგმნა ლარისა ტიტვინიძემ
გამომცემლობა „ნაკადული“, თბილისი, 1984წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram