ნიკოლო მაკიაველი - ლომი და მელა

უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს ბრძოლის ორი სახე: ერთია ბრძოლა კანონების, ხოლო მეორე - ძალის მეშვეობით. 

პირველი ნიშნეულია ადამიანებისათვის, მეორე კი მხეცებისათვის. მაგრამ რაკი პირველი ხშირად არასაკმარისია, ძალაუნებურად უნდა მივმართოთ ხოლმე მეორეს. ამიტომ მთავრისათვის აუცილებელია, რომ თანაბარი წარმატებით იბრძოდეს როგორც მხეცი და როგორც კაცი.

სწორედ ასეთი, თუმცაღა შეფარვით გამოთქმული შეგონებით მიმართავდნენ მთავრებს ძველი მწერლები, რომლებიც აღნიშნავდნენ, რომ აქილევსს და ძველი დროის ბევრ სხვა მთავარსაც აღსაზრდელად აბარებდნენ კენტავრ ქირონს, რათა მისი მეთვალყურეობით დავაჟკაცებულიყვნენ:

ამ ნახევრად მხეცისა და ნახევრად კაცის ზედამხედველობას აქ მხოლოდ ის აზრი აქვს, რომ მთავარი უნდა ითვისებდეს და ისისხლხორცებდეს ორივე ბუნებას, და რომ ერთი მეორის გარეშე უდღეურია.

ამრიგად, თუ მთავარი იძულებული იქნება იბრძოდეს როგორც მხეცი, ცხოველთა მთელი სიმრავლიდან ლომსა და მელას უნდა ირჩევდეს, ვინაიდან ლომს არ შეუძლია თავი დაიცვას გველისგან, მელას - მგლისგან. მაშასადამე, მელა უნდა იყო, რომ შენიშნო გველი, და ლომი, რომ დაიფრინო მგლები.

იმას, ვინც მხოლოდ ლომობას იჩემებს, ბევრი რამ არ ესმის.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram