ჯორჯ მარტინი დონალდ ტრამპზე - როგორც ვამბობდი, ზამთარი ახლოვდება

9 ნოემბერს, ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების 45-ე პრეზიდენტი - დონალდ ტრამპი გახდა.

ამ ფაქტს ამერიკელი მწერალი ჯორჯ მარტინი საკუთარ ბლოგზე გამოეხმაურა:

"სიტყვებით ვერ გამოვხატავ, თუ როგორ ვგრძნობ თავს ამ დილით.

ამერიკამ თავისი სათქმელი თქვა. ნამდვილად მეგონა, რომ ამაზე უკეთესები ვიყავით. აღმოჩნდა რომ არა.

მოვა იანვარი და დონალდ ტრამპი გახდება ყველაზე უარესი პრეზიდენტი ამერიკის ისტორიაში, საშიში და არასტაბილური მოთამაშე მსოფლიო სცენაზე.

და თქვენ, უმცირესობაში მყოფო დემოკრატებო, მას ხელს ვერ შეუშლით.

მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ჩვენი პრობლემები უფრო და უფრო გაუარესდება.

როგორც ვამბობდი, ზამთარი ახლოვდება."

Vangogen • ვანგოგენი

Instagram