ჯოან როულინგი ჰარი პოტერის სერიის სამ ახალ წიგნს აქვეყნებს

ჯოან როულინგი მკითხველებს „ჰარი პოტერის“ სერიის კიდევ სამ ნაწილს სთავაზობს. 

ახალი წიგნები მცირე ზომის მოთხრობებისგან შედგება და ჯადოსნობის სკოლის ბნელ მხარეებზე მოგვითხრობს.

ელეტქრონული წიგნები სექტემბრის დასაწყისიდან ეტაპობრივად გახდება ხელმისაწვდომი. პირველი წიგნი 6 სექტრემბერს, ჰოგვორტსის სკოლაში სასწავლო წლის დაწყების დროს გამოვა. წიგნების ელექტრონული ვერსიის სახელწოდებაა Pottermore Presents.

წიგნები ინგლისურის გარდა ნათარგმნია ფრანგულად, გერმანულად, იაპონურად და ესპანურად.

რამდენიმე კვირის წინ ჯოან როულინგის ახალი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის მე-8 ნაწილი ჰარი პოტერის შვილის ისტორიას მოგვითხრობს. როგორც როულინგმა წიგნის პრემიერაზე განაცხადა, ეს  ჰარი პოტერის შესახებ წიგნების სერიის უკანასკნელი ნაწილია.


წყარო - Time.com

Vangogen • ვანგოგენი

Instagram