ჯორჯ რ.რ. მარტინი - ხმლების გრიგალი

ყინულისა და ცეცხლის სიმღერა
პირველი ნაწილი

ხმალდახმალ ბრძოლაში საუკეთესო თავდაცვა სწრაფი ძგერებაა, მტერს რომ დასცემს, და არა ფარს უკან ბღუნძვა.

ფიცის სიტყვების წარმოთქმის მერე ღამის ებგურს ვეღარ დატოვებდი. შვიდ სამეფოში სადაც არ უნდა გნახონ, დაგიჭერენ და მოგკლავენ.

ზოგ ბრძოლას ხმალი და შუბი იგებს, სხვებს - კალამი და ყორნები.

დროდადრო ყველა ლორდს სჭირდება ხოლმე მხეცები...

ხშირად კარგი მუქარა დარტყმაზე უკეთ ჭრის...

... მაგრამ ის ხომ წითელ ციხეში იმყოფებოდა, მეფის საბიჯელში, მეფე ჯოფრი ბარათეონის, პირველის მისი სახელისა, კარზე, და თუ სანსა სტარკს აქ რამე ესწავლა, ეს უნდობლობა იყო.

ასეც და ისეც, ბოლოს ყველა ჩვენგანისთვის ღამდება.

მართალი თუ გინდა, ყველა კაცი მასხარაა, მაგრამ ისინი, ჭრელა-ჭრულები რომ აცვიათ, უფრო სახალისოები არიან, ვიდრე გვირგვინიანები.

... ამ სახელმწიფოში ძალიან ბევრ აბა-აბას გაიძახიან. მთელი ეს მეფეები ბევრად უკეთესს იზამდნენ, ხმლები რომ დადონ და დედებს მოუსმინონ.

ტაირელის სიტყვას კი უფრო მეტი ფასი აქვს, ვიდრე კასტერლის კლდის მთელ ოქროს.

თავაზი ქალის აბჯარია.

საშიშია თავისუფალი რომ ხარ, მაგრამ მისი გემო მაინც მოსწონთ ხოლმე.

ბრძოლაში ათიდან ცხრა შემთხვევაში წესრიგი იმარჯვებს რიცხობრიობაზეო, უთხრა ჯონს ერთხელ მამამ.

კედელს ჯარის შეკავება შეუძლია, მარტო კაცისა კი არა.

სტუმარ-მასპინძლობის კანონები პირველი ადამიანებივით ძველი და გულის ხეებივით წმინდაა.

ველურის სისხლი პირველკაცთა სისხლია, სტარკებსაც ეგ დაუდით ძარღვებში.

დოთრაკები ზღვას „შხამიან წყალს“ ეძახდნენ, არ ენდობოდნენ არანაირ სითხეს, რის დალევაც მათ ცხენებს არ შეეძლოთ.

დენერის გრიგალით შობილი, ასე უწოდებდნენ მას, რადგანაც იმ დღეს მოევლინა ქვეყნიერებას ჩხავილით, როდესაც გარეთ ვესტეროსის ხსოვნაში უდიდესი გრიგალი ბობოქრობდა, იმდენად მძვინვარე, რომ ციხის კედლებიდან ქიმერები მოგლიჯა და მამამისის ფლოტი ნაფოტებად აქცია.

დრაკონები ყოველთვის ზემოდან ამჯობინებენ თავდასხმას. [...] დრაკონის მოკვლა იოლი საქმე არაა, მაგრამ შესაძლებელია. [...] დრაკონი ზრდას არასოდეს წყვეტს თუ საჭმელი და თავისუფლება აქვს.

რაც უნდა ძლიერი, სწრაფი ან გაწაფული იყოს რაინდი, მოიპოვებიან სხვებიც, ვინც ტოლს არ დაუდებენ. კაცი ერთ ტურნირს მოიგებს, მეორეში კი უცებვე ჩამოაგდებენ ცხენიდან. დამარცხება შეიძლება, სრიალა ბალახმა მოგიტანოს, ან წინადღით მირთმეულმა ვახშამმა. ქარის შეცვლამ შეიძლება გამარჯვება გარგუნოს, ან მშვენიერი ქალბატონის მოცემულმა ნიშანმა, მკლავზე რომ გაბია.

დედოფალმა ყველას უნდა მოუსმინოს, კეთილშობილს თუ მდაბიოს, ძლიერსა თუ სუსტს, ქველსა და უღირსს. ერთი ხმა შეიძლება გეცრუოს, მაგრამ მრავალში ყოველთვის იპოვი სიმართლეს.

დრაკარის მაღალ ვალირიულზე „დრაკონის ცეცხლს“ ნიშნავს.

დედოფალი, რომელიც არავის ენდობა და დედოფალი, ყველას რომ ენდობა, ერთნაირი სულელები არიან.

უარგს არ შეუძლია მისი მხეცის შეჭმულით იცოცხლოს.

არბალეტი მხდალების იარაღია.

როგორ უნდა ვითამაშო მოღალატე, თუ მოღალატე არ გავმხდარვარ? მაგრამ მეორე ნაბიჯი ყოველთვის პირველზე იოლია.

კედლის მიღმა შვიდთა ძალა არ გააჩნდათ. აქ ძველი ღმერთები მბრძანებლობდნენ, ხეების, მგლების და თოვლის უსახელო ღმერთები.

საყვირმა სამჯერ გრძლად დასჭექა, სამი გრძელი ჩაბერვა სხვების მოსვლას მოასწავებდა. მოასწავებდა ტყის თეთრ მავალებს, ცივ აჩრდილებს, ზღაპრებიდან გამოსულ საშინელებებს, გოლიათურ ყინულის ობობებზე შემსხდარებს, სისხლს მოწყურებულებს...

საჭირო ხელში ჩავარდნილი მონეტაც ხმალივით სახიფათოა.

უდიდესი სულელები ხშირად უფრო ჭკვიანები გამოდგებიან ხოლმე, ვიდრე ისინი, ვინც მათ დასცინოდა.

ჩრდილოეთს ყველაფერი ახსოვს.

ზოგჯერ ყველა საკეთებელს ის სჯობია, არაფერი გააკეთო.

სიამაყის პლაცას შუაში იდგა წითელი აგურის შადრევანი, რომლის წყალსაც გოგირდის სუნი უდიოდა, მის ცენტრში კი ბრინჯაოსგან გამოჭედილი უზარმაზარი ჰარპია იყო ამართული. ოცი ფუტის სიმაღლის ქანდაკებას ქალის სახე ჰქონდა, მოოქრული თმა, სპილოს ძვლის თვალები და სპილოს ძვლისავე წაწვეტებული კბილები. ბარაქიანი ძუძუებიდან ყვითლად მოჩქეფდა წყალი. მკლავების ნაცვლად ღამურას თუ დრაკონის ფრთები გაეშალა, არწივის ფეხები ჰქონდა, უკან კი მორიელის მორკალული, შხამიანი კუდი ება - გისის ჰარპია.

შეუბღლავნი

შეუბღალავნი შუბის და ფარ-დაშნის ოსტატები არიან.

შეუბღალავნიც თუ გრძნობდნენ სიცხეს, ამას ვერაფრით შეატყობდი. ისე იდგნენ, ისინიც აგურისგან ნაშენი გეგონებოდა. ყაზარმიდან ათასი ცალი გამოიყვანეს, დენის რომ დაეთვალიერებინა. ათ ასკაციან მწკრივად მოწყობილიყვნენ შადრევნის და მისი ბრინჯაოს ჰარპიას წინ, ყველა გაჭიმული იდგა, უძრავი თვალებით სულ წინ იცქირებოდნენ. სხეულს მხოლოდ თეძოებზე შემოკრული თეთრი ტილოს ნაჭერი უფარავდათ, თავზე კი ეხურათ კონუსური ბრინჯაოს მუზარადები, ერთი ფუტის სიგრძის ბასრი წვეტი რომ აგვირგვინებდა. კრაზნისმა მათ უბრძანა, ძირს დაეწყოთ შუბები და ფარები, ხმლის ქამრები შემოეხსნათ და დალიანდაგებული ტუნიკებიც გაეძროთ, რათა ვესტეროსის დედოფალს უკეთ დაენახა მათი სხეულების მოსხლეტილი სიმტკიცე.

შეუბღალავებად პატარებს ირჩევენ, სიმაღლის, სისწრაფის, ძალის მიხედვით. წვრთნას ხუთი წლიდან იწყებენ. ყოველდღე, გათენებიდან დაღამებამდე ვარჯიშობენ, სანამ სრულყოფილად არ ისწავლაინ დაშნის, ფარის და სამი შუბის ხმარებას. ვარჯიში უკიდურესად მკაცრია: სამიდან მხოლოდ ერთი ბიჭი რჩება ცოცხალი. ეს ყველამ იცის. შეუბღალავნი ამბობენ, რომ იმ დღეს, როდესაც ამ წვეტიან მუზარადებს დაახურავენ, სიძნელე უკან აქვთ მოტოვებული, რადგან რა დავალებაც არ უნდა დაეკისროთ, წვრთნაზე უფრო მძიმე მაინც აღარაფერი იქნება.

შეუბღალავებზე უფრო ძლიერები, სწრაფები და ახოვნები სხვებიც შეიძლება იყვნენ. ზოგი, იქნებ, ხმლის, შუბის და ფარის ხმარებაშიც გაუტოლდეს. მაგრამ ზღვებს შორის ვერც ერთ მიწაზე ვერ ნახავთ მათსავით მორჩილებს.

შეუბღალავები ყველანი საჭურისები იყვნენ.

ბავშვობაში დასაჭურისებულ ჯარისკაცს ვერასოდეს ექნება ვესტეროსელი რაინდის უხეში ძალა, ეს მართალია, ხარიც კი ღონიერია, მაგრამ საბრძოლო ხაროებში ყოველდღე იხოცებიან. ... შეუბღალავებს ძალაზე უკეთსი რამ აქვთ, დისციპლინა აქვთ. ჩვენ ძველი იმპერიის ნირზე ვიბრძოდით, დიახ. მათში კვლავ შეისხა ხორცი ძველი გისის ფეხმოუცვლელმა ლეგიონმა - ყოვლად მორჩილმა, ყოვლად ერთგულმა და ყოვლად უშიშმა.

შეუბღალავნი კაცები არ არიან. რომ სიკვდილი მათთვის არაფერია, დახეიბრება კი - არაფერზე ნაკლები.

- ეს შეუბღალავი მოხარულია, რომ გემსახურა.
კრაზნისი დენის მოუბრუნდა.
- ხომ ხედავ, ტკივილს არ გრძნობენ.
- ეს რანაირად? - ჰკითხა თარჯიმნის დახმარებით.
- სიმამაცის ღვინო, - მიუგო კრაზნისმა, - ოღონდ მართლა ღვინო კი არაა, ის მზადდება მომაკვდინებელი ღამისბინდით, მძორის ბუზის ჭუპრით, შავი ლოტოსის ფესვით და ბევრი სხვა საიდუმლო რაღაცით. დასაჭურისების დღიდანვე ყოველი ჭამის დროს მაგას სვამენ და ყოველი განვლილი წლის კვალდაკვალ ნაკლებს და ნაკლებს გრძნობენ. ეს მათ ბრძოლაში უშიშარს ხდის. მათი წამებაც შეუძლებელია. უთხარი ამ ველურს, რომ მისი საიდუმლო შეუბღალავის ხელში მუდამ დაცული იქნება. შეუძლია, თავისი საბჭოს ან თუნდაც თავისი საძინებლის მცველებად დააყენოს ისინი და არასოდეს ინაღვლოს, რას შეიძლება, მოჰკრან ყური. იუნკაისა და მირინში დასაჭურისებისას, როგორც წესი, ბიჭებს კვერცხებს აჭრიან, მაგრამ ასოს უტოვებენ. ასეთი არსება შვილს ვერ ჩასახავს, მაგრამ ხშირად ხდება, რომ მამაკაცურად გამოსადეგი რჩება. ამას კარგი არაფერი მოაქვს. ჩვენ კი ასოსაც ვაჭრით, არაფერს ვუტოვებთ. შეუბღალავები დედამიწაზე ყველაზე უბიწო არსებები არიან.

შეუბღალავები საკუთარ ხმლებზე არიან დაქორწინებულები იმგვარად, რომ თქვენი შეფიცული ძმები ვერც შეედრებიან. მათ ვერა ქალი, ვერა კაცი ვერ აცდუნებს.

შეუბღალავებს ალაფი ქალზე მეტად კი არ ხიბლავთ. საკუთარი იარაღის გარდა არაფერი გააჩნიათ. სახელებსაც კი არ ვუტოვებთ.

წვეტიანი ქუდის მოსაპოვებლად შეუბღალავი მოვალეა, აიღოს ვერცხლის მარკა, წავიდეს მონათა ბაზარზე, იპოვოს რომელიმე აჩხავლებული ახალშობილი და დედის თვალწინ მოკლას. ამგვარად ვრწმუნდებით, რომ მასში სისუსტის ნატამალიც აღარაა დარჩენილი.

დასაჭურისების დღეს ყველა ბიჭს ლეკვს ვაძლევთ. პირველი წლის ბოლოს მისი დახრჩობა ევალებათ. ვინც ვერ შვრება, ვკლავთ და გადარჩენილ ძაღლს ვაჭმევთ.

სხვა მონები შეიძლება იპარავდნენ ან აგროვებდნენ ვერცხლს იმ იმედით, რომ თავისუფლებას იყიდიან, მაგრამ შეუბღალავებს არ სჭირდებათ თავისუფლება. საკუთარი ვალის გარდა სხვა ცხოვრება მათ არ გააჩნიათ. ჯარისკაცები არიან, მეტი არაფერი.

შეუბღალავები ამქვეყნად საუკეთესო ქვეითი მებრძოლები არიან და თითოეული მათგანი მრავალწლიანი წვრთნის ნაყოფია. შეუბღალავი ჰგავს ვალირიულ ფოლადს, რომელსაც გაუთავებლად კეცავენ და ჭედენ მრავალი წლის განმავლობაში, სანამ დედამიწაზე ყველაზე უფრო მტკიცე და დრეკად ხმალს არ მიიღებენ.

შეუბღალავებს მეთაური თავად უნდა დაუნიშნო. ჩვენ მათ მორჩილებისთვის ვწვრთნით და არა ფიქრისთვის. ხმლები, ფარები, შუბები, სანდლები და ტუნიკები მოჰყვებათ და წვეტიანი ქუდებიც, რასაკვირველია. იარაღს აისხამენ, მაგრამ შენ უნდა მისცე.

- ჩემო დედოფალო, - უთხრა არსტანმა დენის, - ათასობით წელია, შვიდ სამეფოში მონები აღარ ყოფილან. მონობა ძველ თუ ახალ ღმერთებს ერთნაირად მიაჩნიათ სიბილწედ. ბოროტებად. თუ ვესტეროსს მონათა ჯარის სათავეში მდგარი მოევლინები, ბევრი კარგი ადამიანი თუნდაც მხოლოდ ამიტომ წავა შენ წინააღმდეგ. ამით დიდად ავნებ შენს საქმეს და შენი გვარის ღირსებას.

კაცს, რომელიც ფულის ხათრით კლავს, ღირსება არ გააჩნია, მაგრამ ისინი მონები მაინც არ არიან.

კაცს არ შეუძლია მთელი სიცოცხლე მათხოვრის ჯამიდან ჭამოს და კაცად დარჩეს.

ყოველ კაცში ველური მხეცი თვლემს და, როდესაც ამ კაცს ხმალს ან შუბს აძლევ ხელში და საომრად აგზავნი, ეს მხეცი იღვიძებს. სისხლის სუნიც საკმარისია მის გასაღვიძებლად.

რეიგარი ქველად იბრძოდა, კეთილშობილურად იბრძოდა, ღირსებით იბრძოდა. და რეიგარი მოკვდა.

თუ ყინულს შეუძლია დაგწვას, მაშინ სიყვარულის და სიძულვილის შეთავსებაც შეიძლება.

ზოგი სხვებს მხოლოდ იმიტომ უშავებს რამეს, რომ შეუძლია.

ძველი ამბები ძველ მეგობრებს ჰგავს, მათ დროდადრო უნდა ეწვიო ხოლმე.

ზოგჯერ რაინდები თვითონ არიან ურჩხულები.

ომი ჟამის დასაბამიდანაა გაჩაღებული და ყველა ადამიანმა უნდა გადაწყვიტოს, სად იდგება.

ღამის ებგურის თითოეულ საპატრულო ჯგუფში ოთხი კაცია, ორი აეშაგი და ორიც მშენებელი, - მშენებლები აკვირდებიან ნაპრალებს, დნობას და სხვა დაზიანებებს, აეშაგები კი უყურებენ, მტერი ხომ არსად ჩანს. ჯორებით დადიან.  [...] ჯორები ყინულზე უფრო საიმედოდ დადიან. პატრული ხშირად დადის კედლის თავზე, ციხეშავიდან მოშორებით კი ზედა ბილიკები დიდი ხანია, აღარ მოუხრეშავთ. ჯორებს აღმოსავლეთის გუშაგში ამრავლებენ და საგანგებოდ ყინულისთვის წვრთნიან. [...] ოთხიდან ერთი ჯგუფი ძირს მიუყვება, ყინულის საძირკველთან ნაპრალები რომ იპოვოს ან გათხრის კვალი აღმოაჩინოს.

ვალარ მორგულის, - ყოველი კაცი უნდა მოკვდეს.

- რისთვის ქმნიან ღმერთები მეფეებს და დედოფლებს, თუ არა იმათ დასაცავად, ვისაც თვითონ არ შეუძლია თავის დაცვა?
- ზოგი მეფე თვითონ ქმნის თავის თავს.
- სამართალი, - აი რისთვის არსებობენ მეფეები.

ყველა საქმეს თავისი იარაღი სჭირდება, და ყველა იარაღს გამოენახება საქმე.

ხანდახან ვფიქრობ, ყველა მხოლოდ თავს აჩვენებს, თითქოს მამაცი იყოს, სინამდვილეში კი ეგეთი არც არავინ ვართ. შეიძლება, სწორედ თავის მოჩვენებით მამაცდები, არ ვიცი.

ზოგჯერ მამაცი კაციც კი ძალით იბრმავებს თავს, როცა დანახვის ეშინია.

საქმე ბრძოლაზე რომ მიდგება, სიმამაცეს დისციპლინა ყოველთვის სჯობნის.

მეორე ნაწილი

იუნკაის ჰარპიას ჯაჭვის ნაცვლად კლანჭებში შოლტი და რკინის საყელური ეკავა. [...] იუნკაიში მონა შვიდი კვნესის გზას და თექვსმეტ სასიამო მიდგომას სწავლობს. შეუბღალავები სამი შუბის გზას შეისწავლიან. [...] იუნკაი წითლის ნაცვლად ყვითელი აგურით იყო ნაშენი; სხვა მხრივ, ესეც ასტაპორი გეგონებოდა, ისეთივე ჩამოფშვნილი გალავნით, იმავე მაღალი, საფეხუროვანი პირამიდებით და კარიბჭეზე ჩამომჯდარი ჰარპიით.

მისა - ეს გისურია, ძველი წმინდა ენა. „დედას“ ნიშნავს.

... ეს ადგილი ჯერაც ძველი ღმერთებისაა... ისინი აქ ბინადრობენ, დამჭკნარი და ძალამიხდილები, მაგრამ ჯერაც ცოცხლები. არც ცეცხლი უყვართ. რადგან მუხას ახსოვს რკო, რკოს მუხა ეზმანება, კუნძი კი ერთშიც და მეორეშიც ცოცხლობს. და მათ ახსოვთ, როგორ მოვიდნენ პირველი ადამიანები და მუჭით ცეცხლი მოიტანეს.

***
- მილედი? - გამოელაპარაკა ბოლოს არიას ნედი, - შენ ხომ გყავს უკანონო ძმა... ჯონ სნოუ?
- ის ღამის ებგურშია, კედელზე, [...] - შენ საიდან იცი ჯონ სნოუ?
- ის ჩემი ძუძუმტე ძმაა.
- ძმა? - არიას ვერაფერი გაეგო, - შენ ხომ დორნელი ხარ. შენ და ჯონი ნათესავები რანაირად იქნებით?
- ძუძუმტეა. ღვიძლი ძმა კი არა. პატარა რომ ვიყავი, ლედი-დედაჩემს რძე არ ჰქონდა, ჰოდა ვილა მაწოვებდა ძუძუს.
არია დაიბნა.
- ვილა ვინღაა?
- ჯონ სნოუს დედა. არ უთქვამს? ის ჩვენ მრავალი წლის მანძილზე გვემსახურებოდა. ჯერ კიდევ იმ დროიდან, სანამ მე დავიბადებოდი.
- ჯონი დედამისს არ იცნობდა. მისი სახელიც კი არ იცოდა, - არია ნედს ყურადღებით დააცქერდა, - შენ იცნობდი? მართლა? - ხომ არ მამასხარავებს? - თუ მატყუებ, სახეში ჩაგცხებ.
- ვილა ჩემი ძიძა იყო, - სერიოზულად მიუგო მან, - ჩემი საგვარეულოს ღირსებას გეფიცები.
[...]
- მილედი? - დაირცხვინა ნედმა, - მე ედრკ დეინი ვარ... მოწყვეტილი ვარსკვლავის ლორდი.

***

ნუთუ კაცები ისე სუსტები არიან, რომ სიმართლის ატანა არ შეუძლიათ?

როდესაც შენი მტრები გებრძვიან, მათ ფოლადით და ცეცხლით უნდა გაუმასპინძლდე. მაგრამ თუ იჩოქებენ, მაშინ წამოდგომაში უნდა მიეხმარო. ასე თუ არ მოიქცევი, არავინ არასდროს მუხლს არ მოგიყრის. და ნებისმიერი, ვისაც კი სჭირდება, ხალხს შეახსენოს, მეფე ვარო, სინამდვილეში მეფე არაა.

რლორი ისეთ იარაღს ირჩევს, როგორიც სჭირდება, მისი გზები შეუცნობელია, მაგრამ მის ცეცხლოვან ნებას წინ ვერავინ აღუდგება.

სიცოცხლის ფასი მხოლოდ სიკვდილით შეიძლება გადაიხადო.

ჯონის მამა ყოველთვის ამბობდა, რომ ბრძოლაში მეთაურს ფილტვები ისევე სჭირდებოდა, როგორც სახმლე ხელი. რა მნიშვნელობა აქვს კაცის სიმამაცეს და გამჭრიახობას, თუ მისი ბრძანება არავის ესმისო, უთხრა ლორდმა ედარდმა შვილებს, ჰოდა, რობი და ჯონიც აძვრებოდნენ ხოლმე ვინტერფელის კოშკებზე და ერთმანეთს გადასძახოდნენ ეზოს აქეთ-იქიდან. [...] ბრძოლაში კაცი არასოდეს არის ისე უმწეო, როგორც გაქცევისასო, უთხრა ერთხელ ლორდმა ედარდმა ჯონს. „გაქცეული კაცი ჯარისკაცისათვის იგივეა, რაც დაჭრილი ნადირი. სისხლის წყურვილს უღვივებს“.

მირინი იმხელა იყო, რაც ასტაპორი და იუნკაი ერთად. თავის და-ქალაქების მსგავსად, ისიც სულ აგურით აეგოთ, მაგრამ თუ ასტაპორი წითელი იყო, იუნკაი კი - ყვითელი, მირინის კედლებში მრავალფერი აგურები მოჩანდა. გალავანი იუნკაისაზე უფრო მაღალი და ახალი ჰქონდა, ბასტიონები გასდევდა და ყველა კუთხეში დიდი დაცვითი კოშკით იყო გამაგრებული. მათ მიღმა ცის ფონზე ბუმბერაზულად იკვეთებოდა დიდი პირამიდის წვერი, რვაასი ფუტის სიმაღლის ვეებერთელა შენობა, მწვერვალზე შემომჯდარი ბრინჯაოს ჰარპიით - „ჰარპია მშიშარა არსებაა, ქალის გული და ქათმის ფეხები აქვს“.

არსებობენ ბებერი ქირით მებრძოლები და მამაცი ქირით მებრძოლები, მაგრამ ბებერი და მამაცი ქირით მებრძოლები - არა.

ძველ ვალირიაში, სანამ ბედისწერა უწევდა, ბელერიონი, მერექსისი და ვეიგარი ღმერთები იყვნენ.

კაცს შეიძლება ჰქონდეს ტვინი ან ცოტაოდენი ხორცი ფეხებს შორის, მაგრამ ორივე ერთად არა? - ვარისმა ჩაიხითხითა, - მაშინ ალბათ მადლობელი უნდა ვიყო, რომ წამაჭრეს.

არასოდეს დაიჯერო იმის, რასაც სიმღერაში გაიგონებ.

სავსე ქისით ერთხანს იყიდი კაცის სიჩუმეს, მიზანში მოხვედრილი ისრით კი სამუდამოდ.

ყოველთვის დაბნეული გყავდეს მტრები. თუ დარწმუნებით არასოდეს ეცოდინებათ, ვინ ხარ და რა გინდა, ვერც ის ეცოდინებათ, მომდევნო ნაბიჯს საით გადადგამ. ზოგჯერ მათ დასაბნევად საუკეთესო გზაა, უმიზნო სვლები გააკეთო, ან სულაც ისეთი, რომლებიც თითქოს შენვე ცუდად მოგიბრუნდება. გახსოვდეს ეს, თამაშს რომ შეუდგები, - იმ ერთადერთს. სატახტოთა თამაშს.

ყველა დიდებულ ლორდს ჰყავს ურჩი მებაირაღეები, რომლებსაც მებატონის შურთ. [...] ეგეთები მხოლოდ ძალას ეპუებიან და, როგორც კი სისუსტეს იყნოსავენ...

სერსეის - დედის საკურთხევლის წინ მოეყარა მუხლი, ჯოფრის კუბო - უცხოს ქვეშ დაედგათ - ახლად მიცვალებულებს იმქვეყნად ის მიაცილებდა ხოლმე.

როცა მკვდრები სიარულს იწყებენ, კედლები, სარები და ხმლები ვერაფერს გშველიან.

კედლის კარიბჭე ყინულში გაყვანილი დაკლაკნილი გვირაბი იყო, შვიდი სამეფოს ნებისმიერი ციხესიმაგრის კარიბჭეზე უფრო პატარა და ისე ვიწრო, რომ აეშაგებს თავიანთი ტანმორჩილი ცხენები მასში ერთ მწკრივად გაჰყავდათ. შიდა ტალანს სამი რკინის ცხაური კეტავდა. ყოველი მათგანი ჩაკეტილი, ჯაჭვებით დაბმული და მკვლელი ხვრელით იყო დაცული. გარე კარი ცხრა გოჯის სისქმის, რკინით შეჭედილი ძველი მუხისა იყო.

ხეების ქვეშ ერთად შეგროვებულიყვნენ მთელი ქვეყნიერების ველურები: მარბიელები და გოლიათები, უარგები და მაქციები, მთიელები, მლაშე ზღვის ნაოსნები, ყინულის მდინარის კაციჭამიები, სახემოხატული მღვიმის ბინადრები, გაყინული ნაპირიდან მოსული, ძაღლებშებმული საბრძოლო ეტლები, ფეხჩლიქები, ლანჩები მოხარშულ ტყავს რომ უგავდათ - მთელი ის საოცარი ველური ხალხი, მენს რაიდერს კედლის დასალეწად რომ შემოეკრიბა. [...] სიარულისას ველურების კოლონა მრავალ ლიგაზე იწელებოდა ვეებერთელა ჭიაყელასავით, მაგრამ მთლიანად მას ვერასოდეს ხედავდი. ახლა კი ...

ნახევარსიმართლე პირდაპირ ტყუილებზე უარესია.

ადამიანები იშვიათად არიან ის, რაც ჩანან.

არასასურველ შეკითხვებს ღვისმოსავურ ჭიკჭიკზე უკეთ არაფერი იგერიებს.

მეფის საბიჯელში ორნაირი ადამიანები ცხოვრობენ: მოთამაშეები და სათამაშოები. [...] თამაშს რომ იწყებს, ყველა სათამაშოა. ისინიც კი, ვისაც ჰგონია, მოთამაშეები ვართო. [...] და როდესაც იცი, თუ რა უნდა კაცს, მაშასადამე იცი, თუ ვინაა იგი და იცი, როგორ გაათამაშო.

საჭირო ხელში ჩავარდნილი ჩანგი შესაძლოა, ხმალივით სახიფათო იარაღი იყოს.

ჩვენ თოჯინები ვართ და ჩვენზე ადრე დაბადებულები თოკებით გვაცეკვებენ, ერთ დღეს კი ჩვენი შვილები მოირგებენ ჩვენს თოკებს და ჩვენ ნაცვლად ახლა ისინი იცეკვებენ.

მეფე ჯეჰერიესმა ერთხელ მითხრა, სიშლეგე და სიდიადე ერთი და იმავე მონეტის ორი მხარეაო. ასე თქვა, რამდენჯერაც კი ახალი ტარგარიენი ევლინება ქვეყანას, იმდენჯერ ღმერთები მონეტას აგდებენ და მთელი სამყარო სუნთქვაშეკრული აკვირდება, აბა, რომელი მხრით დაეცემაო.

საქმე ის კი არაა, როდის მოკვდები, საქმე ისაა, როგორ.

ზოგჯერ უმოკლესი გზა ყველაზე უხიფათო როდია. [...] ჯადოქრობა უტარო ხმალს ჰგავსო. შეუძლებელია მისი დაპყრობა ისე, რომ არ დაზიანდე.

დრაკონის მინა - ძველ ვალირიულზე გაყინულ ცეცხლს უწოდებენ.


ინგლისურიდან თარგმნა ნინო ბარძიმაშვილმა
გამომცემლობა „არეტე“, 2015წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram