ხელმოწერილია ფინეთ-საბჭოთა შეთანხმება თავდაუსხმელობის შესახებ

"კომუნისტი", 24 იანვარი, 1932 წელი

ჰელსინგფორსი, 22 იანვარი. 21 იანვარს ჰელსინგფორსში საბჭოთა კავშირის სრულუფლებიანმა წარმომადგენელმა ფინეთში ამხ. მაისკიმ და ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ. ირიე კოსკინენმა ხელი მოაწერეს საბჭ. კავშირისა და ფინეთის შორის თავდაუსხმელობის შესახებ დადებულ ხელშეკრულებას.

ფინეთის დეპეშათა საანგეტო იუწყება ფინეთ-საბჭოთა თავდაუსხმელობის პაქტის შინაარს:

„ხელშეკრულების დამდები მხარეები კისრულობდნენ - თავი შეიკავონ ყოველგვარი აგრესიისაგან, მათ შორის ყოველივე ძალდატანებითი მოქმედებისაგან, რომელცი საფრხეს შეუქმნის ტერიტორიალურ მთლიანობას, ხელშეუხებლობას და პოლიტიკურ დამოუკიდებლობას.

კისრულობენ ვალდებულებას არ მიიღონ მონაწილეობა არც ერთ-მეორე მხარისაგან მტრულ ხელშე-კრულებაში.

თუ ერთ ხარეს თავს დაესხმის მესამე სახელმწიფო, მეორე მხარე ვალდებულია დაიცვას ნეიტრალიტეტი.

თუ ერთ-ერთი მხარე თავს დაესხმის მესამე მხარეს, მეორე მხარეს უფლება აქვს დაარღვიოს ეს ხელშეკრულება წინასწარ გაუფრთხილებლად.

ხელშეკრულების დამდები მხარეები კისრულობენ ვალდებულებას - ყველა სადაო საკითხები გადასჭრან შეთანხმების გზით, რომლის ფორმები განსაზღვრული იქნება განსაკუთრებულ დამატებით კონვენციაში, რომელიც წარმოადგენს ამ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და დადებულ უნდა იქნას შესაძლებელ მოკლე ვადაში.

თავდაუსხმელობის პაქტი დადებულია 3 წლით და შეიძლება დარჩეს ძალაში დამატებით კიდევ ორ წელიწადს, თუ ექვსი თვით ადრე არ იქნა განცხადებული მისი გაუქმების შესახებ“.

პაქტის სრული ტექსტი გამოქვეყნებული იქნება უახლოეს დღეებში. (ადს).

სტილი დაცულია 

Vangogen • ვანგოგენი

Instagram