ნობელის პრემიის 2011 წლის ლაურეატი - ტომას ტრანსტრიომერი გარდაიცვალა

შვედი პოეტი, ლიტერატურაში ნობელის პრემიის ლაურეატი ტომას ტრანსტრიომერი 83 წლის ასაკში, ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.

სიურეალისტური და ლირიკული პოეზიით ცნობილი ტრანსტრიომერის ნაწარმოებები 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი. 

1993 წლიდან მოყოლებული შვედი პოეტი ყოველწლიურად იყო წარდგენილი ნობელის პრემიაზე. ტრანსტრიომერისთვის პრემიის მინიჭებასთან დაკავშირებით, შვედეთის აკადემიის განცხადებაში აღნიშნულია - „მან ლიტერატურაში შემოიტანა „რეალურობის ახლებური შეგრძნება მდიდარი, ნახევრად გამჭვირვალე სურათების მეშვეობით“.

1990 წელს, შეტევის შედეგად პოეტი ნახევრად პარალიზებული იყო და საუბარი უჭირდა, თუმცა წერას აგრძელებდა. ტომას ტრანსტრიომერის დებიუტი 23 წლის ასაკში - „ჩვიდმეტი ლექსის“ კრებულით შედგა. ამის შემდეგ პოეტი საკუთარ დროს პოეზიასა და ფსიქოლოგად მუშაობაში ანაწილებდა. 

წყარო - independent.co.uk

Vangogen • ვანგოგენი

Instagram