უჟუპისის რესპუბლიკა | Republic of Uzupis

უჟუპისის რესპუბლიკა, დაარსების თარიღი 1 აპრილი, 1998 წელი. ხელოვანების დამოუკიდებელი რესპუბლიკა ვილნიუსის ცენტრში, საკუთარი დროშით, ჰიმნით, კონსტიტუციით, მთავრობითა და პრეზიდენტით. 

უჟუპისის რესპუბლიკის წესდება:
1. ადამიანს აქვს უფლება, იცხოვროს ვილნიალეს გვერდით, ხოლო ვილნიალეს – იდინოს ადამიანთა გვერდით.
2. ადამიანს აქვს უფლება, ჰქონდეს ცხელი წყალი, ზამთარში გათბობა და საკუთარი ჭერი.

3. ადამიანს აქვს სიკვდილის უფლება, ოღონდ ეს არაა მისი ვალი.
4. ადამიანს აქვს უფლება, დაუშვას შეცდომა.

5. ადამიანს აქვს უფლება იყოს ერთადერთი.
6. ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს.

7. ადამიანს აქვს უფლება, არ იყოს საყვარელი, თუმცა ეს არაა აუცილებელი.
8. ადამიანს აქვს უფლება, არაეფრსაც არ წარმოადგენდეს და, საერთოდაც, არ იყოს ცნობილი პიროვნება.

9. ადამიანს აქვს უფლება, იზარმაცოს ანდა არაფერი არ აკეთოს.
10. ადამიანს აქვს უფლება, უყვარდეს და პატივი სცეს კატებს.

11. ადამიანს აქვს უფლება, იზრუნოს ძაღლებზე ერთ-ერთი მათგანის სიკვდილის ბოლომდე.
12. ძაღლს აქვს უფლება, იყოს ძაღლი.

13. კატა არაა ვალდებული, უყვარდეს თავისი პატრონი, მაგრამ განსაცდელში მის გვერდით უნდა იყოს.
14. ადამიანს აქვს უფლება, ხანდახან დაივიწყოს, რომ მას აქვს მოვალეობა.

15. ადამიანს აქვს უფლება, დაეჭვდეს, მაგრამ ეს არ არის მისი ვალდებულება.
16. ადამიანს აქვს უფლება, იყოს ბედნიერი.

17. ადამიანს აქვს უფლება, იყოს უბედური.
18. ადამიანს აქვს დუმილის უფლება.

19. ადამიანს აქვს უფლება, სწამდეს
20. ადამიანს არა აქვს ძალადობის უფლება.

21. ადამიანს აქვს უფლება, სწამდეს თავისი არარაობისა თუ სიდიადის.
22. ადამიანს არა აქვს უფლება, ხელჰყოს მარადისობა.

23. ადამიანს აქვს უფლება, გაიგოს.
24. ადამიანს აქვს უფლება, ვერაფერიც ვერ გაიგოს.

25. ადამიანს აქვს უფლება, იყოს სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელი.
26. ადამიანს აქვს უფლება, გადაიხადოს ან არ გადაიხადოს თავისი დაბადების დღე.

27. ადამიანი ვალდებულია, გაიხსენოს ხოლმე თავისი სახლი.
28. ადამიანს აქვს უფლება, გაუნაწილოს სხვებს ის, რაც აქვს.

29. ადამიანს არა აქვს უფლება, გაუნაწილოს სხვებს ის, რაც არა აქვს.
30. ადამიანს აქვს უფლება, ჰყავდეს ძმა, და და მშობლები.

31. ადამიანს შეუძლია იყოს, თავისუფალი.
32. ადამიანი პასუხს აგებს საკუთარ თავისუფლებაზე.

33. ადამიანს აქვს ტირილის უფლება.
34. ადამიანს აქვს უფლება, ვერ გაუგონ.

35. ადამიანს არა აქვს სხვისი დადანაშაულების უფლება.
36. ადამიანს აქვს უფლება, იყოს პიროვნება.

37. ადამიანს აქვს უფლება, არ ჰქონდეს არანაირი უფლება.
38. ადამიანს აქვს უფლება, არ ეშინოდეს.

39.არ დაამარცხო

40. თავს ნუ დაიცავ

41. არ დანებდე




Vangogen • ვანგოგენი

Instagram