ფრიდა კალოს სტუდიას და ბაღს ნიუ-იორკში აღადგენენ

ცნობილი მექსიკელი მხატვრის ფრიდა კალოს სტუდიისა და ბაღის დათვალიერება ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღში იქნება შესაძლებელი.

ორიგინალურ გამოფენაზე, რომელიც მეგაპოლისში მომავალ წელს არის დაგეგემილი დეტალურად აღადგენენ იმ გარემოს, რომელშიც ფრიდა საკუთარ ნამუშევრებს ქმნიდა.

ბოტანიკური ბაღის ერთ-ერთ ორანჟერეაში დაგეგმილია ე.წ. “ცისფერი სახლის” დამონტაჟებაც, რომელშიც ფრიდა კალო იზრდებოდა. სახლის მაკეტში განალაგებენ პირამიდას, სადაც მხატვრის მეუღლის, დიეგო რივიერას მიერ შეგროვებულ ისტორიული მნიშნელობის ნივთებს გამოფენენ. აქვე იქნება მექსიკური ყვავილებით მორთული ქვის ბილიკი.



ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ნიუ-იორკის ბოტანიკურ ბაღში ცნობილი მხატვრის ბაღს გააცოცხლებენ. ანალოგიური პროექტი პირველად 2012 წელს განხორციელდა და მეგაპოლისის სტუმრებმა მაშინ კლოდ მონეს ბაღი დაათვალიერეს.

წყარო - bbc

Vangogen • ვანგოგენი

Instagram