საფრანგეთში უილიამ შექსპირის უცნობი ფოლიანტი აღმოაჩინეს

მკველვარებმა შექსპირის პიესების ამ დრომდე უცნობი ფოლიანტი აღმოაჩინეს. დიდი ფორმატის უნიკალურ წიგნს საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში მდებარე ქალაქ სან ომერის ბიბლიოთეკაში მიაკვლიეს. 

1632 წელს გამოცებული წიგნის ნაწილი დაზიანებულია. მეცნიერების თქმით, შესაძლო ეს იყოს მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი ფოლიანტი. ამ დრომდე სულ 233 მსგავსი წიგნია შემორჩენილი.

წიგნში ბრიტანელი მწერლის პიესებთან ერთად ხელნაწერი შენიშვნებიცაა, რაც მეცნიერებს საშუალებას მისცემს მეტი შეიტყონ იმის შესახებ, თუ როგორ დგამდნენ მის პიესებს შექსპირის თანამედროევეები.

აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა , როდესაც ცნობილი ბრიტანელი დრამატურგის პიესების წიგნს საფრანგეთში მიაკვლიეს. აქამდე ანალოგიური აღმოჩენა საფრანგეთის ქალაქ დუეშიც გააკეთეს. შექსპირის შემოქმედების მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს, რომ შესაძლოა ეს ბრიტანელი ავტორის კათოლიკურ ეკლესიასთან მჭიდრო კავშირებზე მიუთითებდეს.

უკანასკნელად შექსპირის პიესების ფოლიანტი კრისტის აქუციონზე 2006 წელს 6 მილიონ აშშ დოლარად გაიყიდა.

nytimes.com

Vangogen • ვანგოგენი

Instagram