ფრიდა კალო - დიეგო რივერასადმი მიწერილი წერილები



დიეგო,ჭეშმარიტება იმდენად დიდებულია, რომ არც საუბარს ვისურვებდი, არც - ძილს, მოსმენას, ანდა - სიყვარულს. საკუთარ თავს ხაფანგში მომწყვდეულად ვგრძნობ, ყოველგვარი სისხლის შიშის გარეშე, დროის იქით და გრძნეულებების გარეშე, შენს საკუთარ შიშთან, შენს დიდებულ ტანჯვასთან, შენი გულის ძლიერ ცემასთან. და მე თუ ყველა ამ სიგიჟეს შენგან მოვითხოვდი, ვიცი, შენს დუმილში მხოლოდ არეულობა იარსებებდა; თუ ძალადობას გთხოვდი, სისულელეში, შენ საპასუხოდ მომიგებდი თავაზიანობას, შენს სინათლესა და სითბოს. მე კი ვისურვებდი შენს დახატვას, მაგრამ ფერები არ არის, რადგან ჩემს არეულობაში უსასრულოდ ბევრია, მატერიალური ფორმა ჩემი დიდებული სიყვარულისთვის. ფ.

დიეგო: შენს ხელებს ვერაფერი შეედრება, არაფერია შენი მომწვანო-ოქროსფერი თვალების მსგავსი. ჩემი სხეული დღეების მანძილზე შენით ივსება. შენ ღამის სარკე ხარ. ნათების ძლიერი ბრწყინვალება. დედამიწის სინესტე. შენი მკლავები ჩემი თავშესაფარია. ჩემი თითები შენს სისხლს ეხება. ჩემი სიხარული შენი ყვავილების შადრევნდან ცხოვრების გაზაფხულის შეგრძნებაა, რომელსაც ჩემი ნერვების ბილიკების შესავსებად ვინახავ, ისინი შენ გეკუთვნის.

დიეგო, ქალი ფერს ატარებს, კაცი კი ამჩნევს(ფერს).
1922 წლიდან, უსასრულობამდე და სამუდამოდ. ახლა, 1944 წელს, ერთად განვლილი თითოეული საათის შემდეგ. ვექტორები საწყის მიმართულებას აგრძელებენ და მათ ვერაფერი შეაჩერებს. მათ არ გააჩნიათ იმაზე დიდი ცოდნა, ვიდრე ცოცხალი ემოციაა. და არ არსებობს მათთვის სხვა სურვილი, ვიდრე შეუჩერებელი სვლა,სანამ შეხვდებიან ერთმანეთს. ნელა. დიდი შფოთვით, თუმცა,ნამდვილად, ყველაფერი „ოქროს კვეთის“ პრინციპით იმართება. არსებობს უჯრედული განლაგება, მოძრაობაა, სინათლეა. ყველა ცენტრი ერთი და იგივეა. სისულელე არ არსებობს. ჩვენც იგივენი ვართ, როგორც ვიყავით და როგორც ვიქნებით. თუ არ ჩავთვლით უაზრო ბედს.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram