ჰარუკი მურაკამის რომანი 2013 წლის ბესტსელერია

იაპონიის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანიის განცხადებით, ჰარუკი მურაკამის რომანი - „Colourless Tsukuru Tazaki and His Years of Pilgrimage“ 2013 წელს ქვეყანაში ყველაზე გაყიდვადი წიგნია.

ბესტსელერების სია, რომელსაც მურაკამის რომანი ლიდერობს, 2013 წლის 30 ნოემბრამდე - 12 თვიან პერიოდში გამოცემულ წიგნებს მოიცავს. სადისტრიბუციო ქსელის წარმომადგენლები გაყიდული წიგნების რაოდენობას არ ასახელებენ, თუმცა, მურაკამის წიგნის გამომცემელი ამბობს, რომ სტამბამ 1.05 მილიონი ეგზემპლარი დაბეჭდა.

„Colourless Tsukuru Tazaki and His Years of Pilgrimage“ იაპონიაში აპრილში გამოიცა.

რომანში სიუჟეტი იმ ადამიანის გარშემო ვითარდება, რომელიც მთელი ძალით ცდილობს წარსულში მომხდარ ამბებთან შეგუებას.

ჰარუკი მურაკამი, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით უამრავი ერთგული მკითხველი ჰყავს, რეგულარულად მოიაზრება ლიტერატურაში ნობელიის პრემიის პოტენციურ გამარჯვებულად, თუმცა ყველაზე საპატიო პრიზი მან წელსაც ვერ მიიღო - პრემია კანადელ მწერალ ქალს - ელის მუნროს გადაეცა.

„Colourless Tsukuru Tazaki and His Years of Pilgrimage“-ის ინგლისური თარგმანი სავარაუდოდ მომავალ წელს გამოიცემა.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram