პითაგორა - კაცი მომაკვდავია თავის შიშით, ხოლო უკვდავია თავის სურვილებით

სასტიკად დასაჯე შენი შვილი, როცა ნახო რომ ჭიასა ჰკლავს, იქიდან იწყება კაცის მკვლელობა.

არასოდეს გააკეთო ის, რაც არ იცი; ისწავლე ის, რისი სწავლაც აუცილებელია; იცხოვრე უბრალოდ, ძვირფასი საგნების გარეშე; არასოდეს გააკეთო ის, რაზეც მერე ინანებ; არ დაიძინო მანამ, სანამ არ შეაფასებ შენს საქციელს და საქმიანობას დღის განმავლობაში.

გაუფრთხილდით თქვენი შვილების ცრემლს, რომ მერე თქვენ საფლავზე დაღვარონ.

დაფნის რტოების ჩრდილი, ან თავს უბრუებს და ათბობს ადამიანებს, ან აძინებს.

კაცი მომაკვდავია თავის შიშით, ხოლო უკვდავია თავის სურვილებით.

ნუ ჩასთვლი შენს თავს დიდ კაცად იმ ლანდის სიდიადით, რომელსაც შენი ტანი სტოვებს ხოლმე ჩამამავალი მზის დროს.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram