ლევ ტოლსტოი - როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება-არამზადობაა


ადამიანი არის წილადი, რომლის მრიცხველია ის, თუ სხვები რას ამბობენ მასზე, ხოლო მნიშვნელი არის ის, თუ რა წარმოდგენა აქვს მას საკუთარ თავზე. 

ადამიანი ესწრაფვის ცხოვრებაში იმას კი არა რომ ჰქმნას, რასაც საუკეთესოდ სთვლიან, არამედ იმას, რაც შეიძლება მეტს ნივთს დაარქვას თავისი სახელი და სთქვას, ჩემიაო.

ადამიანი ისე ვერ იცოცხლებს, თუ არ იცის, რა არის და რისთვის არის ამქვეყნად. პასუხს აძლევს ცხოვრება და ასწავლის, რა არის ცუდი და რა არის კარგი.

ადამიანის სიცოცხლეზედ საყურადღებო არა არის-რა და არც სხვა რამ საქმეა უფრო დიდი, ვიდრე ის, რომ დაბრკოლება მოაშორო ამ სიცოცხლეს, ხელი შეუწყო მის განვითარებას.

ადამიანო, მთელ შენი ცხოვრება იყო მგზავრობა ხორცშესხმულობითა. გზად მიდიოდი, ჩქარობდი სიარულს და ახლა უცებ გენანება ის, რის ასრულებასაც შენ თვითონ ესწრაფებოდი. გაშინებს განა, რომ დიდი ცვლილება მოგელის ხორცით სიკვდილისა, მაგრამ ასეთივე დიდი ცვლილება ხომ მაშინაც მოხდა, როდესაც გაჩნდი ამქვეყნად.

აზრები, რომელთაც უზარმაზარი შედეგი მოსდევს, ყოველთვის უბრალოა.

ამბობენ, დრო წახდაო, არა, ბატონებო! დრო არ წამხდარა და არც არასოდეს წახდება, მხოლოდ ადამიანები წახდნენ თავიანთი უგუნურობით.

ბრბო არის ერთად შეყრა თუნდ კარგ ადამიანთა, რომელნიც ერთმანეთს ეხებიან მხოლოდ პირუტყვულად, ქვენა გრძნობათა მეშვეობით და მით გამომხატველია კაცობრივის ბუნების სისუსტისა და მტარვალობისა.

გონება და ჭკუა ორი სულ სხვადასხვა თვისებაა. ჭკუა ნიჭია ცხოვრების გარემოებისა და ვითარების გასაგებად და მოსააზრებლად; ხოლო გონება ღვთაებრივი არსებაა სულისა, ცხადმყოფელი იმისი, თუ რა ურთიერთობაში უნდა იყოს იგი სული ქვეყნიერების მიმართ. გონება ანთავისუფლებს ადამიანს იმ ცდუნებათაგან, რომელსაც ჭკუა ბოჭავს.

ერთ-ერთი პირველი და ყველას მიერ აღიარებული პირობა ბედნიერებისა, არის ისეთი სიცოცხლე, რომლის დროსაც არ არის დარღვეული ადამიანის კავშირი ბუნებასთან, ე.ი. სიცოცხლე ღვივა ცის ქვეშ, მზის შუქზე, სუფთა ჰაერზე.

ერი, ხალხი ყველგან ჩინებულია! რაც უფრო კარგად გაიცნობ, მით უფრო მეტად გიყვარს.

თუ კაცობრიობა დაიღუპება, მე მხოლოდ გული ერთ რამეზე დამწყდება - მუსიკა დაიღუპებოდა!..

იმისთვის, ადამიანის ცხოვრება რომ მწუხარება კი არა, სიკეთე იყოს, მან უნდა ისწავლოს ცხოვრება არა სხეულისათვის, არამედ სულისათვის. სწორედ ამას გვასწავლის ლაო-ძი. ის იმას გვასწავლის, როგორ გადავიდეთ ხორციელი არსებობიდან სულიერ არსებობაში. იგი თავის მოძღვრებას გზას უწოდებს, რადგან მოძღვრება ამ გარდაქმნის გზას გვიჩვენებს - წიგნი გზისა - უმოქმედონი ვიყვეთ, ანდა რაც შეიძლება ნაკლები ვქნათ ის, რაც სხეულს სწადია; არ შევიზღუდოთ ის, რაც სულს სწადია.

ის კაცი, რომელიც ტანჯვის ატანას არის შეჩვეული, უბედური არ იქნება.

კამათის დროს უმთავრესი უფრო ის არის, მიუხვდე კაცს, რისთვის გეკამათება, რა უყვარს.

კეთილი ცხოვრება არ ყოფილა და არც შეიძლება იყოს დამთმენლობის გარეშე, ყოველნაირი წვდომა კეთილ ცხოვრებისა მისით იწყება. არის სათნოებათა კიბე, და იგი პირველი საფეხურიდან უნდა დავიწყოთ, თუ გვინდა, რომ მომდევნოს დავეუფლოთ. და პირველი სათნოება, რასაც უნდა მიაღწიოს ადამიანმა ყველაზე უმაღლესის დასაუფლებლად, არის კეთილგონიერება, ანუ თვითფლობა.

მთელს ჩემს სიცოცხლეში მხოლოდ ორს რუსის მოაზრე კაცს ჰქონდათ დიდი ზნეობრივი გავლენა, გამიფართოვეს აზრი და ნათლად დამიხატეს ჩემი შეხედულება ქვეყანაზე - ესენი იყვნენ მიწის მუშა გლეხ-კაცნი სიუტაევი და ბონდარევი.

რასაც უფრო მეტს მიუბოძებს კაცი ხალხს და თავისთვის მცირედით დაკმაყოფილდება, მით უფრო უკეთესია იგი, რაც ნაკლებს გაიღებს და ბევრს თავისთვის მოიხვეჭს, მით უფრო უარესია იგი.

როგორც არ არის ქვეყნად ისეთი ყოფა, როცა კაცი ბედნიერია და სრულიად თავისუფალი, ეგრედვე არც ისეთი ყოფაა სადმე, როცა ადამიანი უბედურია და სრულიად მოკლებული თავისუფლებას. არსებობს საზღვარი ტანჯულთათვის და არსებობს საზღვარი თავისუფლებისათვის და ეს საზღვარნი ძალიან ახლო-ახლოა.

როცა კაცი კაცს აყვედრის, მე შენზე უკეთესი ვარო, ამას კიდევ არა უშავს, მაგრამ უარესი და ამაზრზენია, როცა ერი ერს ეუბნება და დასცინის - მე შენზე უკეთესი ვარო.

როცა შენს ხალხს უჭირს, მაშინ სულიერი მყუდროება-არამზადობაა.

სიყვარული? რაა სიყვარული? სიყვარული მტერია სიკვდილის. სიყვარული სიცოცხლეა. ყოველივე, ყოველივე რაც კი გვესმის და გვეყურება, გვეყურება და გვესმის იმიტომ, რომ გვიყვარს. ყოველივე არის, ყოველივე არსებობს მხოლოდ იმიტომ, რომ გვიყვარს, სიყვარული ერთადერთი კავშირია ყოვლისა. სიყვარული ღმერთია და, რომ დავიხოცნეთ, ეგ ის იქნება, რომ ჩვენ, ნაწილაკნი სიყვარულისა, დაუბრუნდეთ ზოგადსა და საუკუნო დასაწყისსა. სიკვდილი გაღვიძებაა, თითქო განთავისუფლებაა წინათ შებოჭილის ჩვენის ძალისა და ის მრისხანე, საუკუნო, უცნობი და შორეული, რის არსებობასაც მუდამ ვგრძნობთ მთელს ჩვენს სიცოცხლეში, როცა ვიხოცებით, ძრიელ მახლობელ რათმე გადაიქცევა ხოლმე, თითქმის სულ ადვილად მისახვედრი და გასაგებ რამედ.

ტანჯვის სიმწვავეს მხოლოდ ისა გრძნობს, ვინც განზედ გასდგომია ქვეყნიერების ცხოვრებას, არა ჰხედავს იმ თავის შეცდომებს, რომლითაც ტანჯვა შეჰქონდა ქვეყნიერებაში, თავისი თავი უდანაშაულო ჰგონია და ამიტომ აღშფოთებულია იმ ტანჯვათა წინააღმდეგ, რომელთაც განიცდის ქვეყნის ცოდვათათვის.

უბედურება და ბოროტება კაცთა შორის იმდენად იმ მიზეზით არ წარმოსდგება, რომ ადამიანებმა არ იციან - რა არის მათი მოვალეობა, არამედ უფრო იმისგან წარმოსდგება, რომ ცრუ მოვალეობანი უკისრიათ. თავის მოვალეობად მიაჩნიათ ის კი არა, რაც მათი მოვალეობაა და არ მიაჩნიათ თავის მოვალეობად ის, რაც სახელდობრ მათი უმთავრესი მოვალეობაა.

უბედურობაა, როცა უყვარხართ და გრძნობ-კი, რომ დამნაშავე ხარ, იმიტომ რომ სამაგიეროს ვერ უხდი და არც შეგიძლია გადაუხადო.

უბედურებაში ჩავარდნილს უყვარს ნახვა თანაგრძნობის ადამიანის სახის, უყვარს მოთხრობა თვისთა ტანჯვათა და გაგონება სიყვარულისა და შებრალების სიტყვებისა.

უმთავრესი ღონე, რათა მორჩილებაში იყოლიო ხალხი, ის არის, რომ ეჭვი არავინ აიღოს, რომ ვითომ ხალხს შეეძლოს მორჩილებაში არ იყოს.

უნდა კარგად ჩახვდეს ადამიანი ყველას ყოფა-მდგომარეობას: “ვინც ყოველსავე გაიგებს, ყოველსავე აპატივებს კიდეცა“.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram