გუსტავ კლიმტი 1862-1918

„ჩემი ავტოპორტრეტი არ არსებობს. საკუთარი თავი, როგორც „ასახვის ობიექტი“, არ მაინტერესებს, მაგრამ სხვები, განსაკუთრებით ქალები, და კიდევ უფრო მეტად ზმანებები, ჩემში დიდ ინტერესს იწვევენ“ - გუსტავ კლიმტი

1879 წელს, სწავლების პირველი ციკლის დასრულებისას, კლიმტმა ხატვის მასწავლებლად მუშაობა გადაწყვიტა. სასწავლებლის დირექტორმა, ხელოვნებათმცოდნე რუდოლფ ფონ აიტელბერგერმა შეჰყვირა: „როგორ თუ ხატვის მასწავლებელი? შენ მხატვარი უნდა გახდე!“

„ვისაც ჩემი, როგორც მხატვრის გაცნობა სურს, რადგან სხვა არც არაფერია ჩემში ინტერესის ღირსი, ყურადღებით უნდა დააკვირდეს ჩემს ნამუშევრებს და შეეცადოს მათში იპოვოს, თუ ვინ ვარ მე და რა მინდა“ - გუსტავ კლიმტი

ვენის მაღალ საზოგადოებაში კლიმტს სასიყვარულო თავგადასავლების მაძიებლის რეპუტაცია ჰქონდა. „ამ თავგადასავალთაგან ცოტა რამ მართალია, ბევრი კი - ტყუილი“ - უთქვამს კლიმტს იმ ბრალდებების პასუხად, რაც მის თავაშვებულ ცხოვრებას ეხებოდა.

„ახალგაზრდებს ჩემი არ ესმით - ისინი სხვა გზით მიდიან [...] ცოტა ადრეა იმისათვის, რომ დამემართოს ის, რაც საერთოდ ყველა ხელოვნის ხვედრია. ახალგაზრდობას ყოველთვის უნდა [...] ყირამალა დააყენოს ის, რაც უკვე გაკეთებულია, მაგრამ მაინც არ მინდა მათ დავემდურო“ - გუსტავ კლიმტი

1909 წელს, როცა პირველად ჩავიდა პარიზში, თანამედროვე ხელოვნების დედაქალაქის ახალ ავანგარდისტულ მიმდინარეობებს გულგრილად მოეკიდა და მხოლოდ ესღა თქვა: „იქ მეტისმეტად ბევრს ხატავენ. ახლა საფრანგეთში უამრავი საშინელი ტილო იქმნება“.

„კლიმტის ორნამენტი, რომელიც გამუდმებულ, უსასრულო მუტაციას განიცდის, პირველადი მატერიის მეტაფორაა, რომელიც ვითარდება, საკუთარი თავის გარშემო ტრიალებს, სპირალებად იხვევა, გველივით იკლაკნება და იბლანდება. ეს დაუოკებელი ქარბორბალაა, რომელმაც შეიძლება ყველანაირი ფორმა მიიღოს“ - ლუდვიგ ჰევეში

თეატრი ტაორმინაში 1886-1888

ათენა პალადა 1898

დინება 1898

Nuda Veritas  1899
 „თუ არ შეგიძლია ყველას მოაწონო თავი შენი საქმითა და ხელოვნებით, დაე, ცოტას მოსწონდე. ცუდია, როცა ბევრს მოსწონხარ“ - ფრიდრიხ შილერი

ვერცხლის თევზები - 1899 

ივდითი I - 1901
ბეთჰოვენის ფრიზი - მტრული ძალები 1902

იმედი I - 1903

ოქროს რაინდი 1903

წლის გველები II 1904-1907

ქალის სამი ასაკი 1905

ხვევნა 1905-1909

ადელე ბლოხ-ბაუერის პორტრეტი I - 1907

დანაე 1907-1908

 ამბორი 1907-1908

იმედი II - 1907-1908

ივდითი II - 1909

ქალბატონი ქუდითა და ბუმბულის ბოათი - 1909

ქალწული 1913

სიკვდილი და სიცოცხლე 1916

მედიცინა


Vangogen • ვანგოგენი

Instagram