რიუნოსკე აკუტაგავა - წყლის კაცების ქვეყანაში


როცა ჩვენი სიცოცხლე ბეწვზე ჰკიდია, ჩვენ, ადამიანები, საკვირველად სულელურ რამეებზე ვფიქრობთ.

ჩვენ დიახაც სერიოზულად ვეპყრობით ჰუმანიზმისა და სამართლიანობის ცნებებს, ხოლო კაპები ამ სიტყვების გაგონებაზე სიცილით იფხრიწებიან. მოკლედ რომ ვთქვათ, იუმორი ჩვენ და კაპებს სრულიად განსხვავებულად გვესმის.

ჩაკმა მიამბო, (კაპებში) ისეთი ჩვილიც გამოერია, რომელმაც ოცდაექვსი დღისამ ლექცია წაიკითხა თემაზე: „არის თუ არა ღმერთი" თუმცა, დაუმატა ჩაკმა, ეს ჩვილი ორი თვის ასაკში მოკვდაო.

ტოკი ხშირად და ბევრს მიყვებოდა კაპების ცხოვრებასა და ხელოვნებაზე. მისი აზრით, ჩვეულებრივი კაპას ცხოვრებაზე უაზრო არაფერია.

ტოკს ხელოვნებაზედაც თავისი ორიგინალური აზრი აქვს. დარწმუნებულია, რომ ხელოვნება არავითარ გავლენას არ ექვემდებარება, რომ ის ხელოვნებაა ხელოვნებისათვის, ისე რომ, მხატვარი ვალდებულია, პირველ რიგში იყოს ზეკაცი, სიკეთისა და ბოროტების საზღვარს რომ გადააბიჯა.

დიახ, უველა მისი გამოსვლა მთლიანად სიცრუეა, მაგრამ ვინაიდან ყველამ იცის, რომ მისი გამოსვლები სუცრუეა, მაშინ საბოლოო ჯამში ეს იგივეა, თითქოსდა სრული სიმართლე ელაპარაკოს. მხოლოდ ისეთ წინასწარ წინააღმდეგ განწყობილ არსებებს, როგორიც თქვენ, ადამიანები ხართ, შეუძლიათ მას მატყუარა უწოდონ. ჩვენ, კაპები, ასე სულაც არ... თუმცა ეს არც ისე მნიშვნელოვანია.

ვინაიდან მე თვითონ ვაღიარებ ამას, სხვა ვეღარ შემარცხვენს.

ისე შემზიზღდა ყველაფერი, გადავწყვიტე ქვეყანა ამობრუნებული დამენახა. აღმოჩნდა, თურმე იგივეა.

იდიოტი დარწმუნებულია, რომ მის გარდა ყველანი იდიოტები არიან.

ჩვენი სიყვარული ბუნებისადმი, სხვათა შორის, იმითაც აიხსნება, რომ ბუნებას არც ვეზიზღებით და არც ვძულვართ. ცხოვრების ყველაზე ბრძნული წესია, რომ გინდაც გეზიზღებოდეს შენი დროის ზნე-ჩვეულებანი, ერთხელაც არ გადაუხვიო ამ ზნე-ჩვეულებებს. კერპების დამხობის წინაღმდეგ არავინ გამოდის. ამავე დროს არავინაა წინააღმდეგი იმისა, რომ თვითონვე გახდეს კერპი. მაგრამ კვარცხლბეგზე მშვიდად დგომა მხოლოდ ღმერთების განსაკუთრებული წყალობით დაჯილდოებულთ შეუძლიათ — იდიოტებს, ბოროტმოქმედებს, გმირებს. ჩვენი ცხოვრებისათვის აუცილებელი ყველა იდეა ალბათ ჯერ კიდევ სამი ათასი წლის წინათ უთქვამთ. ჩვენ მხოლოდ ის დაგვრჩენია, რომ ცეცხლი ხელახლა მივუმატოთ. ჩვენი თავისებურება ის არის, რომ მუდმივად შეგვიძლია საკუთარი შეგნების გადალახვა. თუ ბედნიერება ტკივილის გარეშე შეუძლებელია, ხოლო სამყარო იმედის გაცრუების გარეშე, მაშინ?.. საკუთარი თავის დაცვა უფრო ძნელია, ვიდრე სხვისი. ვისაც ეს ეეჭვება, ვექილს მიმართოს. მედიდურობა, ავხორცობა, ეჭვი — აი, სამი მიზეზი უკანასკნელი სამი ათასწლეულის გამოცდილების მიხედვით ცნობილი ყველა მანკიერებისა. ფიზიკურ მოთხოვნილებათა ალაგმვა მშიდობას სრულებითაც არ ამყარებს. მშვიდობის მოპოვებისათვის ჩვენვე უნდა მოვთოკოთ ჩვენი სულიერი მოთხოვნილებანიც.

შესრულება — შეძლებას ნიშნავს, ხოლო შეძლება — შესრულებას. საბოლოო ჯამში ჩვენ არ ძალგვიძს ამ ჯადოსნურ წრეს თავი დავაღწიოთ. სხვანაირად რომ ვთქვათ, ამაში არავითარი ლოგიკა არაა. ბოდლერი ჭკუაზე რომ შეირყა, თავისი მსოფლმხედველობა მხოლოდ ერთი სიტყვით გამოხატა და სიტყვა იგი იყო "ქალი". მაგრამ თვითგამოხატვისათვის არ უნდა ეთქვა ასე. მას გადაჭარბებული იმედი ჰქონდა საკუთარი გენიისა, პოეტის გენიისა, რომელიც განაპირობებდა მის არსებობას. ამიტომ სხვა სიტყვა დაავიწყდა — სიტყვა „კუჭი“. გონებას ყოველთვის რომ მივსდიოთ, აუცილებლად მივალთ საკუთარი არსებობის უარყოფამდე. ის გარემოება, რომ გონების გამაღმერთებელი ვოტერი თავის სიცოცხლეში ბედნიერი იყო, კიდევ ერთხელ გვიმტკიცებს ადამიანთა ჩამორჩენილობას კაპებთან შედარებით.

ჩვენ ქრისტიანებიცა გვყავს და ბუდისტებიც, მაჰმადიანებიცა და ცეცხლთაყვანისმცემლებიც, მაგრამ ყველაზე დიდი გავლენით ეგრედ წოდებული „თანამედროვე რელიგიის“ მიმდევარნი სარგებლობენ. მას კიდევ „ცხოვრების რელიგიას“ უწოდებენ.

ჩვენ, კაპებს, გვახასიათებს, ხელოვნების ყოველ ნაწარმოებში კაპა ვეძიოთ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram