ორჰან ფამუქი - თოვლი

ამბობდა, თოვლი ცხოვრებაში ერთხელ მაინც ყველას გვესიზმრებაო.

ამ ადამიანს საკუთარი არსებობა სიმშვიდეს ჰგვრიდა.

თოვლს ბავშვების შეძახილები და შეგინებები მოეგუდა.

ჩვენ მხოლოდ ის გვაერთიანებს, რომ ცხოვრებამ მოლოდინი არ გაგვიმართლა.

ყარსში თითქოს არც ქალაქი და არც ადამიანები ნამდვილები არ იყვნენ. აქ ყველას ან სიკვდილი, ან აქაურობისგან გაცლა უნდოდა. მაგრამ მე წასასვლელიც აღარ დარმჩენოდა. ისტორიისა და ცივილიზაციის მიღმა დავრჩი. ცივილიზაცია იმდენად შორს იყო, რომ მისი იმიტაციაც კი შეუძლებელი ხდებოდა.

თუ ადამიანებს არ ენდობი, ცხოვრებაში ვერაფერს მიაღწევ.

ემიგრაციის მიზეზი მარტო შინაური უბედურებისთვის თავის დაღწევა როდია, ჩვენი სულის სიღრმეებამდე ჩაღწევის სურვილიცაა.

ჭეშმარიტი მორწმუნისათვის არავითარი ტანჯვა არ შეიძლება ცოდვის ჩადენის მიზეზი გახდეს.

ჩემს მარტოობას რომ გაიგებს, ისეთი ალაჰი მინდა.

მარტოობა ღირსების საკითხია, ადამიანი თავის წვენში იხარშება ამაყად.

არც მე ვარ ამ წუთას დიდად ბედნიერი, მაგრამ მე ახალგაზრდა ვარ. უბედურება ძალას მმატებს. ჩემს ასაკში ბედნიერებას უბედურება მირჩევნია.

აი, ბედნიერებაც ამას ჰქვია, ალბათ, გაზეთებში რომ დაგვეწერა, რაც თავს გადაგვხდებოდა, მერე კი ჩვენ მიერ დაწერილი სასიამოვნო ამბები განგვეცადა, საკუთარი ცხოვრების პოეტები ვიქნებოდით.

შორიდან ორი გასროლის ხმა მოისმა, რომლებიც თოვლმა მიაყუჩა. რა ლამაზად თოვდა! შეუპოვრად, გადაუღებლად და უხმოდ ბარდნიდა.

კამ კარგად იცოდა, რომ ცხოვრება, გარდა სიყვარულისა და ბედნიერებისა, ერთმანეთთან დაუკავშირებელი, უაზრო, რიგითი მოვლენების ჯაჭვი იყო მხოლოდ.

სწორედ მოლოდინის ამ გამანადგურებელი ტკივილის გამო ეშინოდა სიყვარულისა.

ადამიანი, როცა ბედნიერია, ამას ვერ ხვდება.

გადაწყვეტილების მიღება არ არის ადვილი. ეს საოცარი საკითხია და კარის ზღურბლზე დგომით ვერ გადაწყდება.

ამ ქვეყანაში მარტო ლაჩრებს შეუძლიათ გადარჩენა, მაგრამ ადამიანი თავის სიმხდალის მიუხედავად, სულ იმაზე ოცნებობს, ერთი გმირული საქციელი მაინც ჩაიდინოს.

სიცოცხლე პრინციპებისთვის კი არა, ბედნიერებისთვის გვაქვს მონიჭებული.

ის, ვინც ბედნიერებით კმაყოფილდება, ვერასდროს იქნება ბედნიერი.

ქალები მოგების იმედით იკლავენ თავს, კაცები კი მაშინ, როცა ამის იმედი ეკარგებათ.


„ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა“, თბილისი 2011, 2012წ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram