ამადეო მოდილიანი - სკულპტურა

„როცა ქანდაკებაზე მუშაობდა, სულ სხვა რამ სჭირდებოდა: პრიმიტიული ხელოვნების გაგება და მისი თანამედროვე ხელოვნებასთან შერწყმა. ეს მხოლოდ პარიზში მოახერხა. თანამედროვე მოდერნისტული მიმდინარეობის სკულპტურები პირველ მსოფლიო ომამდე პარიზში იყრიდნენ თავს და ყველა მათგანი რაღაც ტოზით პრიმიტიული ხელოვნების ზეგავლენაში ექცეოდა. მოდილიანის სკულპტურაც ამ გავლენას განიცდის, მისი ყველაზე ელეგანტური და განზოგადებული ფორმით. ჩანს, რომ მისი ნამუშევარი საზრდოობს ევროპული არქაული ფესვებით და მასთან ერთად აფრიკისა და აზიის ახალი კულტურით“

„მოდილიანის ადრიდანვე დიდი ინტერესი და მისტიკური დამოკიდებულება ჰქონდა ქანდაკებებისადმი. პირველი წვრთნა მან იმდროინდელ აღიარებულ იტალიელ ხელოვანთა წრეში მიიღო. მას მერე, რაც დედასთან ერთად იმოგზაურა იტალიაში, აღმოაჩინა, რომ ეს მხატვრები სულაც ვერ წარმოადგენდნენ იტალიურ ტრადიციებს ისე, როგორც მან შეიგრძნო. როგორცკი მოახერხა სახლიდან წასვლა, მარმარილოზე მუშაობით განთქმულ პატარა ქალაქ პიეტრასანტაში დაიწყო სკულპტურაზე მუშაობა. მაგრამ ჩვენ არ ვიცით, როგორი იყო მისი მაშინდელი ქანდაკებები, ეს იყო 1902 წელს“ - ხელოვნებათმცოდნე დუგლას ჰოლი

კარიატიდი, 1914
ქალის თავი, 1912 















Vangogen • ვანგოგენი

Instagram