ჰარუკი მურაკამი - სამხრეთით, საზღვრის მიღმა, მზის დასავლეთით


დავბადებულვარ 1951 წლის 4 იანვარს, მეოცე საუკუნის მეორე ნახევრის პირველი წლის, პირველსავე კვირაში. ჩემმა მშობლებმა გადაწყვიტეს, რომ ამაში იყო რაღაც დასამახსოვრებელი და ჰაჯიმე დამარქვეს, რაც ”დასაწყისს” ნიშნავს. სხვა მხრივ კი არაფრით გამოირჩეოდა ჩემი დაბადება.

რამდენადაც ვიცოდი, ჩემი ნაცნობებიდან არავის, რა თქმა უნდა შომამოტოს თუ არ ჩავთვლით, ლისტის საფორტეპიანო კონცერტები არასდროს არ მოესმინა. ამ ფაქტის მარტო წარმოდგენაც კი მაამაყებდა. მე ხომ ისეთ სამყაროში შევაბიჯე, სადაც ჩემი ნაცნობები არასდროს ყოფილან, თითქოს საიდუმლო ბაღი ყოფილიყოს, სადაც შესვლის ნება მხოლოდ მე დამრთეს. ვუსმენდი და ვგრძნობდი, ზევით როგორ ვიწეოდი, როგორ ავდიოდი არსებობის ახალ დონეზე.

მე და-ძმის გარეშე გავიზარდე და ასეთად უკვე ჩამოვყალიბდი. თუ და, ან ძმა მეყოლებოდა, მე უკვე ის არ ვიქნებოდი, რაც ეხლა ვარ, ამიტომ არაბუნებრიავია, ვიფიქრო იმაზე, თუ რა მოხდებოდა, ისინი რომ მყოლოდა.

დარწმუნებული ვიყავი, რაღაც მიმზიდველი, მართლაც რომ იდო სამხრეთით, საზღვრის მიღმა.

გრძნობას, რაც მისი ხელის შეხებამ დამიტოვა, არასდროს მივუტოვებივარ. ის ხომ ასე განსხვავდებოდა ყველა სხვა ხელისაგან, რაც კი ოდესმე ხელში მჭერია, ყველა შეხებისაგან, რაც კი მქონია. ჰო, თორმეტი წლის გოგოს პატარა, თბილი ხელი. ოღონდ ეგაა, მისი თითები და ხელისგული შეიცავდა ყველაფერს, რაც კი მინდოდა მცოდნოდა და რაც აუცილებლად უნდა მცოდნოდა. თავისი ხელით, ჩემსაზე შეხებით, მან გამაგებინა და დამანახა მათი არსებობა, ჩვენი რეალური სამყაროს გვერდით.

გავიზარდეთ და ჩვენი უშუალო და გულწრფელი ურთიერთობაც დამთავრდა.

როგორც რესტორნის მეპატრონე, კუთხში მაგიდას, წარწერით “დაკავებულია”, უნახავს მისთვის ცნობილ მუშტარს, ისევე ვუნახავდი მას ადგილს ჩემს გულში, იმის მიუხედავად, რომ დარწმუნებული ვიყავი, შიმამოტოს აღარასოდეს ვნახადი.

ნელ-ნელა ცხოვრებას ვიღებდი ისეთს, როგორიც ის იყო და ცხოვრებაც უფრო გამიადვილდა.

არანაირი სურვილი არ მქონდა ვიმესთვის გამეზიარებინა ის განცდები, რაც წიგნების კითხვისა, თუ მუსიკის მოსმენისას მეუფლებოდა. საკმაოდ ბედნიერი ვიყავი საკუთარ თავთან მარტო ყოფნით.

რა დიდებულია ფრინველად ყოფნა, მათ ხომ მხოლოდ ფრენა მოეთხოვებათ და არასდროს იტკივებენ თავს, ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებებზე ფიქრით.

მართალია შიმამოტო არაა და მას ვერ შეცვლის, მაგრამ ის, ხომ ჩემია და ცდილობს, მომცეს ყველაფერი, რისი მოცემაც შეუძლია. განა შემიძლია მას როდისმე გული ვატკინო? მაშინ მე არაფერი მესმოდა. მაშინ ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ ადამიანს შესაძლოა ისეთი სულიერი იარა მიაყენო, რომელიც მოუშუშებელ ჭრილობად დარჩება მთელი ცხოვრების მანძილზე. იარის გასახსნელად კი საკმარისი იქნება, შენი არსებობის შეხსენება.

ხომ იცით, გოგოების ტანსაცმელს რამდენი რამე აქვთ გასახსენელი.

თურმე სიტყვებზე და დაპირებებზე მეტად მყარი სინამდვილის შეგრძნება გვჭირდებოდა.

მსოფლიო ჩემს თვალწინ იცვლებოდა და უსიკვდილოდ მსურდა ამ ცვლილებათა მონაწილე ვყოფლიყავი.

არსებობენ ისეთი სურნელნიც, რომელნიც მარტო ერთს, ან ორს გადაიყვანს ჭკუიდან. მეც ზუსტად ასეთ სურნელზე ვარ დაგეშილი და თუ ეს ვისმესგან შევიგრძენი, მსურს მივუახლოვდე იმ ქალს, საიდანაც ასეთი აურა მოდის და ვუთხრა "მე ის ვარ ვინც გგრძნობს და ამ ქვეყნად ასეთი მარტო მე ვარ."

ნამდვილად ვერ ვგრძნობდი სოლიდარობას ჩემს გვერდით მყოფ ადამიანთა მიმართ. თანდათან ძალადობამ ქუჩებში ისევე დაკარგა აზრი, როგორც იქ გამოტანილმა ლოზუნგებმა.

აშკარად პოლიტიკის დრო გასულიყო. როგორც უქარო დღეს დაშვებული დროშები, ხალხთა მასებიც, ადრე გიგანტური ტალღებივით რომ აზანზარებდნენ საზოგადოებას, დამშვიდდნენ. უფერული, შრომითი და ყოველდღიური საზრუნავით სავსე დღეები დამდგარიყო.

შევეგუე, რომ სამსახური არ იყო ის, რაც მე ოდესმე კმაყოფილებას მომიტანდა. ისეთი შეგრძნება მქონდა, თითქოს ჩემი ცხოვრების დასასრული თვალებში მომჩერებოდა. ერთმანეთზე უფრო მოსაწყენი თვეები და წლები თანდათან გაილეოდა და სიცარიელის გარდა არაფერი შემრჩებოდა.

უკვე გადავწყვიტე თავისუფალი დრო ჩემი საკუთრება ყოფილიყო და არ მსურდა მას რაიმე კავშირი ჰქონოდა სამსახურთან.

საათის ისრები, ხომ მარტო ერთი მიმართულებით მიდიოდნენ.

გაფიქრებაც კი მზარავს თუ რა შეზღუდულია ჩვენი შესაძლებლობანი.

ალბათ მართალი ხარ. ადამიანები არ უნდა აიძულო აკეთონ ის, რაც არ სურთ.

წარმატებისთავის იღბალიც საჭიროა და ჭკუაც. უამათოდ არაფერი გამოვა, მაგრამ მარტო ესენი არ კმარა. საჭიროა თავდაპირველი კაპიტალი, ხელმოკლეობა ხელფეხს გიბორკავს, მაგრამ ყველაზედ უფრო მნიშვნელოვანი კი მუღამია, უიმისოდ ყველა დანარჩენი უძლურია.

მე ხომ გვიანი სამოციანელების თაობის შვილი ვიყავი, თაობისა, რომელმაც სტუდენთა რადიკალური მოძრაობა წარმოქმნა. ჩვენ პირველნი ვიყავით, ვინც მკაფიო ''არა'' უთხრა გვიანი კაპიტალიზმის ლოგიკას, რომელიც ომისშემდგომ ყოველგვარ იდეალს უმოწყალოდ თრგუნავდა. ჩვენი პროტესტი ციებ-ცხელებით შეპყრობილი ქვეყნის აფეთქება უფრო იყო, ყველაზე მნიშვნელოვანი ცვლილებების წინ. დრონი იცვალნენ და ეხლა მე თვითონ ვიყავი იგივე კაპიტალისტური ლოგიკის გავლენის ქვეშ. საკუთარ BMW-ში ვუსმენდი შუბერტის ''მგზავრობა ზამთრობისას'' და ველოდებოდი აოიამას გადასახვევთან როდის აინთებოდა შუქნიშნის მწვანე ფერი. იქნებ სხვისი ცხოვრებით ვცხოვრობ და არა იმით რაც ჩემი უნდა ყოფილიყო?

იმ პიროვნებიდან, ვისაც საკუთარ თავად მოვიხსენიებ, რა ნაწილია მართლა ჩემი? და რა არაა ნამდვილად ჩემი? ამ ხელების, მტკიცეთ რომ ჩეაბღუჯათ BMW-ს საჭე – რამდენი პროცენტი მეკუთვნის მე? სხვების მიერ დადგმულ სცენარში რა ნაწილი თამაშდებოდა და რა ნაწილი იყო სინამდვილე? რაც უფრო მეტს ვფიქრობდი ამ კითხვებზე, მით უფრო ცოტა მესმოდა.

ბიზნესში წესიერ ადამიანთა ადგილი არაა.

სხვა ადამიანის ცხოვრება, იმ ადამიანის ცხოვრებაა და შენ ვერ აიღებ მასზე პასუხისმგებლობას. თითქოს უდაბნოში ვიყოთ. უნდა შეეგუო.

ჯაზ-ტრიოს უსმენდა და თან ისეთი გამომეტყველებით სვამდა კოკტეილს, პატარ-პატარა პორციობით, თითქოს ყოველ ყლუპს, განსაკუთრებულად შთამბეჭდავ მუსიკალურ ფრაგმენტს უძღვნისო.

მე და შენ დროზე ადრე დავიბადეთ.

ერთი რამ თუ არასწორედ წაგივიდა, მერე ყველაფერი, ბანქოს ქაღალდით აშენებული სახლივით ჩამოგენგრევა და ვერაფრით გამოაღწევ, სანამ ვინმე არ ამოგათრევს ნანგრევებიდან.

„ქალთა საცდუნებლად მოგიგონიათ“ - ეგ ხომ ყველა კოკტეილის მთავარი აზრია.

ხალხი მზადაა ბევრი ფული დახარჯოს და იცი რატომ? იმიტომ, რომ ყველა იგივეს ეძებს, წარმოსახვით ადგილს, ჰაერში თავიანთ კოშკს და იქ მათთვის განკუთვნილ სპეციალურ კუთხეს.

მე ყოვეთვის მარტო ვარ და წიგნებს ვკითხულობ. მხოლოდ იმაზე ვფიქრობ ფული როგორ დავხარჯო და არასოდეს, თუ როგორ ვიშოვო ის.

ყოველთვის როცა კი ფულის შოვნის გზებზე ფიქრობ, საკუთარ თავის რაღაც ნაწილს ჰკარგავ.

ხალხი ყოველთვის განსაკუთრებულს მიელტვის. ათიდან ცხრა შემთხვევაში იმედგაცრუებული დარჩები, მაგრამ ისეც შეიძლება მოხდეს, რომ მეათეჯერ უდიდესი სიამოვნება მოგგვაროს. ესაა რაც მსოფლიოს ამოძრავებს. ესაა ხელოვნება.

მისი თვალები, ქარაფებს შორის მოქცეულ ტბორს ჰგავდა, რომელსაც ნიავი არასდროს ეკარებოდა, უმოძრაობისა და გარინდების საუფლო. თუ კარგად და დიდხანს დააკვირ-დებოდი, წყლის ზედაპირზე რაღაც ლანდებს შეამჩნევდი.

ხიდი მაშინ უნდა გადაიარო, როცა ხიდზე შედგები.

სულ პირველად კი, ყველა ვცდებით.

ყველაფერი, რასაც ფორმა აქვს, წამში შეიძლება განადგურდეს.

ცხოვრებაში არის რაღაცეები, რასაც ვერ დაიბრუნებ, როგორც არ უნდა ეცადო. რას იზამ! ეს ერთ-ერთი არასასაიმოვნო სიმართლეთაგანია. თუ რაღაც უკვე შეიცვალა, შენ ვეღარაფერს გააწყობ, ის იმ სახით აღარ დაბრუნდება. ერთი თუ რამე მოიშალა, ასეთად დარჩება მუდამ.

სიტყვა ერთხანს, ის ცნებაა, რომლის დროის ერთეულებში გაზომვა, ერთობ საჭოჭმანოა, განსაკუთრებით მისთვის, ვინც ელოდება.

შეგხვდი და ამას უკვე ვეღარაფერი შეცვლის.

ბოლოს და ბოლოს ყველა მარტო მოხვდება, იმ უძირო სიღრმეში, რაც ყოველგვარი სიბნელის წყაროა, რეზონანს მოკლებულ სიჩუმეში.

თუ სხვა გიყვარს, არაფრის გაკეთება არ შეიძლება. გიყვარს ის, ვინც გიყვარს.

საშუალო და შუა ჩემთვის არ არსებობს. იქ, სადაც არაა შუალედური ობიექტები, არც საშუალო იქნება.

ბევრნაირი სიცოცხლეა ამ ქვეყნად და სიკვდილიც უამრავნაირი არესებობს, მაგრამ ყველაფერს ერთი ბოლო აქვს. ჩვენს მერე მხოლოდ უდაბნო დარჩება.

იმის გამო, რომ მეხსიერება და შეგრძნებები საკმაოდ არადამაჯერებელნი არიან და ხშირად მიკერძოებულნიც, ჩვენ ყოველთვის ვიყენებთ ისეთ სინამდვილეს, მოდი მას ალტერნატიული სინამდვილე დავუძახოთ, რომელსაც ვეყრდნობით, რათა მოვლენათა სინამდვილე დავამტკიცოთ.

არსებობს ისეთი რამეც, რასაც ვერც ვხედავ და ვერც შევიგრძნობ. მოდი დავუძახოთ მათ გრძნობები ანდა შესაძლებლობანი. ისინი საიდანღაც მოდიან და ერთმანეთს ერწყმიან ჩემს შიგნით. მათ მე არ ვირჩევ და მათზე პასუხს ვერ ვაგებ.

Vangogen • ვანგოგენი

Instagram