ალბერხტ დიურერი - ნიურნბერგელი ჯადოქარი 1471-1528

„მე ალბრეხტ დიურერი ვარ, ნიურნბერგელი, დავხატე ჩემი თავი მარადიული საღებავებით“

„მახსენდება გონებითა და კეთილი საქმეებით გამორჩეული მხატვარი ალბრეხტ დიურერი. როგორც ამბობდა, ახალგაზრდობაში მკვეთრი და მრავალფიგურიანი სურათები მოსწონდა, სიმწიფის ხანაში - ნახატების მრავალფეროვნება, ხანში რომ შევიდა, ბუნებას მიუბრუნდა და მისი ჭეშმარიტი სილამაზის გადმოცემა დაიწყო. გაიგო, რომ უბრალოება ხელოვნების უმაღლესი მშვენებაა“ - ფილი მელანხტონი

„დიურერს რისი გამოხატვა არ შეუძლია ერთი ფერით, უფრო სწორად, შავი შტრიხებით-ჩრდილი, სინათლე, ბრწყინვალება, სიღრმე და ზედაპირულობა, რისი წყალობითაც ყველფერი წარდგება მნახველის წინაშე“ - ერაზმ როტერდამელი

„ძალიან მეტყველი სახე ჰქონდა, თვალები და ცხვირი კეთილშობილი ფორმისა, მაღალი ყელი... მეტყველებდა ისე კეთილხმოვნად და გონებამახვილურად, რომ ისე საწყენი არაფერი იყო მსმენელისთვის, როგორც საუბრის დასრულება. მაგრამ ბუნებამ ის უპირველეს ყოვლისა ფერწერისთვის შექმნა“ - იოაკიმ კამერარი

„დიურერი არასდროს თვლიდა, რომ ცხოვრებით ტკბობა და მხიარულება შეუთავსებელი იყო ღირსებასა და წესიერებასთან. თავად არასდროს უწევდა ამას ანგარიშს“ - იოაკიმ კამერარი

„მამაჩემს დიდად ვეიმედებოდი, რადგან სწავლაში თავდადებული ვიყავი, ამიტომაც გამგზავნა სკოლაში. როცა წერა-კითხვა ვისწავლე, სკოლიდან გამომიყვანა და ოქრომჭედლობის შესწავლა დამაწყებინა. როცა სუფთად მუშაობა ვისწავლე, ფერწერით მეტად დავინტერესდი, ვიდრე საოქრომჭედლო საქმით. ეს მამას ვუთხარი. კმაყოფილი არ დარჩენილა. ენანებოდა დაკარგული დრო, რომელიც საოქრომჭედლო საქმის შესწავლას მოვახმარე. ბოლოს მაინც დამითმო და როცა 1486 წელი დადგა, წმინდა ანდრიას ხსენების დღეს მოელაპარაკა მიხაელ ვოლგემუტს, რომ შეგირდად ავეყვანე და მემსახურა მასთან სამი წელი“ - ალბრეხტ დიურერი

„საგანთა არსი ცხოვრებისა და ბუნების წვდომის საშუალებას იძლევა, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით, მიჰყევით მათ. ჭეშმარიტი ხელოვნება ბუნებაშია, ვისაც შეუძლია მისი აღმოჩენა, ის ფლობს მას“ - ალბრეხტ დიურერი

„მან (იაკოპო დე ბარბარი) მაჩვენა ქალი და მამაკაცი, რომლებიც შესრულებული იყო პროპორციის განზომილებით. მე კი მინდოდა გამეგო, რა მეთოდი ჰქონდა... მაშინ ახალგაზრდა ვიყავი და ასეთი რამ უცხო იყო ჩემთვის. ეს ხელოვნება შემიყვარდა და დავიწყე ფიქრი, როგორ უნდა გამეკეთებინა მსგავსი რამ... იაკოპუსს კი არ უნდოდა ეჩვენებინა საფუძვლები, ამას კარგად მივხვდი“ - ალბრეხტ დიურერი

„მართალია ყოვლისშემძლე არა ვარ, მაგრამ ყველაფერს ვაკეთებ, რაც შემიძლია. ჩემს თავს ყოველთვის ვირჩენ, მაგრამ ბევრის რჩენა ძალიან მიჭირს“- ალბრეხტ დიურერი

„ნეტავ აქ იყოთ, ვენეციაში. იტალიელთა შორის ბევრი კარგი ადამიანია, რომლებიც რაც დრო გადის, უფრო მეტად მეგობრობენ ჩემთან, მიმსუბუქებენ სადარდებელს... ისინი პატივს მცემენ“ - ალბრეხტ დიურერი

„ძალიან მაქებდა კეთილშობილი საზოგადოების თანდასწრებით, უნდოდა რამე ჰქონოდა ჩემი ნამუშევრებიდან, თავად მთხოვა, მისთვის რამე გამეკეთებინა. ამაში კარგად გადამიხდიდა“- ალბრეხტ დიურერი წერს ჯოვანი ბელინიზე

“წლის განმავლობაში ბევრი რიგითი სურათის დახატვა შემიძლია. ვერავინ დაიჯერებს, რომ ერთ კაცს ამ ყველაფრის გაკეთება შეუძლია. ასე სეიძლება რაღაც მაინც იშოვო. გულითადი მუშაობით კი შორს ვერ წახვალ, ამიტომაც მირჩევნია, გრავიურაზე გადავიდე“ - ალბრეხტ დიურერი

„ქრისტიანული სარწმუნოების გამო ჩვენ უნდა გადავიტანოთ წყენა და საშინელება... ჩვენ შეურაცხგვყოფენ, ერეტიკოსებს გვიწოდებენ“ - ალბრეხტ დიურერი

„საგანთა არსი ცხოვრებისა და ბუნების წვდომის საშუალებას იძლევა, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით, მიჰყევით მათ. ჭეშმარიტი ხელოვნება ბუნებაშია, ვისაც შეუძლია მისი აღმოჩენა, ის ეუფლება ხელოვნებას“ - ალბრეხტ დიურერი

„გონების მუდმივი ვარჯიშით იხარჯება სისხლის ყველაზე სუფთა და სათუთი ნაწილი და იბადება მელანქოლიის სული“ - ალბრეხტ დიურერი

„ბუნების შვილნი თავიანთი მშვენიერების არსით ტოლფასნი არიან“ - ალბრეხტ დიურერი

„ყურადღებას არ ვაქცევ, რომ ახლა, ჩვენს დროში ზოგიერთი ამცირებს ფერწერულ ხელოვნებას და ამტკიცებს, თითქოს ის კერპთაყვანისმცემლობას ემსახურება. ნებისმიერი ქრისტიანი ისევე არ გადაიხრება სურათის ან სკულპტურის თაყვანისცემისაკენ, როგორც კეთილმორწმუნე ადამიანი - კაცის მკვლელობის სურვილისაკენ. მართლაც ჭეშმარიტად უგუნო კაცი უნდა იყო, რომ გააკერპო სურათი, ხის ან ქვის სკულპტურა. თუ ხელოვნების ნიმუში კარგად არის შესრულებული, მას მეტი სიკეთე მოაქვს, ვიდრე ბოროტება“ - ალბრეხტ დიურერი

„მე თვითონ დავხატე საკუთარი თავი სარკეში, 1484 წელს, როდესაც ჯერ კიდევ ბავშვი ვიყავი“ - ალბრეხტ დიურერი

მხატვრის მამის პორტრეტი, 1490
მამაზე - „გული მტკიოდა, გარდაცვლილს რომ ვხედავდი, რადგან ვერ შევესწარი მის აღსასრულს. მამაჩემი გარდაიცვალა წმინდა მათეს ხსენების მეორე დღეს. მოწყალეო უფალო, მეც მომეცი ასეთი მშვიდი დასასრული. დატოვა დასევდიანებული დედაჩემი, რომელსაც ყოველთვის აქებდა, რადგან კეთილმორწმუნე ქალი იყო. გადავწყვიტე, აღარასოდეს მივატოვო. თქვენ კი, ჩემო მეგობრებო, ვინც წაიკითხავთ ამ სტრიქონებს, გთხოვთ, ლოცვებში მოიხსენიოთ ჩემი კეთილმორწმუნე მამა“ - ალბრეხტ დიურერი

ავტოპორტრეტი ნარშავის ყვავილით, 1493

ციხესიმაგრე ვალ დ'არკოს ხედი, 1495
საფლავად დადება, 1497-1500
აპოკალიფსის ოთხი მხედარი, 1498
ავტოპორტრეტი, 1500
ახალგაზრდა კაცის პორტრეტი, 1504
მოგვთა თაყვანისცემა, 1504
ახალგაზრდა ვენეციელი ქალის პორტრეტი, 1505
ადამი და ევა, 1504
ადამი და ევა, 1507
კრიალოსნის დღესასწაული, 1506
                                         
დედის პორტრეტი, 1514
„ჩემი საწყალი, დატანჯული დედა, რომელიც წამოვიყვანე მამის სიკვდილიდან ორი წლის შემდეგ ჩემთან, ჩემს კმაყოფაზე, და რომელიც საოცრად ღარიბი იყო... მან დიდი გაჭირვება გამოიარა და გამოცადა დაცინვა, უპატივცემულობა, დამამცირებელი სიტყვები, გამოიარა ბევრი შიში და უსიამოვნება და მაინც არ გახდა შურისმაძიებელი... ძალიან ეშინოდა სიკვდილის, მაგრამ ამბობდა, რომ არ ეშინოდა ღვთის წინაშე წარდგომის. ის უმძიმესი ტანჯვით მოკვდა და მე შევამჩნიე, რომ რაღაც საშინელი დაინახა. მოითხოვა წმინდა წყალი, თუმცა მანამდე დიდხანს დუმდა. ამის შემდეგ თვალი დახუჭა. დავინახე, როგორ მიაყენა სიკვდილმა ორი ძლიერი დარტყმა გულში. როგორ მოკუმა პირი და მიეცა წამებას. ვლოცულობდი მისთვის, ისეთ ტკივილს განვიცდიდი, რომ გამოთქმა მიჭირს. გარდაცვლილი კიდევ უფრო სათნო იყო, ვიდრე სიცოცხლეში“ - ალბრეხტ დიურერი

მარტორქა, 1515

მარიამი მიხაკით, 1516
„თუკი იცნობთ ვინმეს, რომელიც სურათს ყიდულობს, შესთავაზეთ მას „მარიამი“, რომელიც ჩემთან გინახავთ. ეს რომ ვინმესთვის დამეხატა, 50 გულდენზე ნაკლებს არ დავაფასებდი, მაგრამ უკვე მზად მაქვს და შინ მიდგას... ის შეიძლება დაზიანდეს, ამიტომაც უფლებას გაძლევთ, უფრო იაფადაც - 30 გულდენად გაყიდოთ. ოღონდ გასაყიდი არ დარჩეს და მზად ვარ 25 გულდენადაც კი დავთმო, ამ სურათმა დიდად მაზარალა“

„მარიამის გამო აღარ შეწუხდეთ, უკვე გავყიდე - 72 გულდენად ეპისკოპოსმა, გრაფმა ტურცომ იყიდა“ - ალბრეხტ დიურერი წერს ფრანკფურტელ მდიდარ ვაჭარს - იაკობ ჰელერს

წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Vangogen • ვანგოგენი

Instagram