მიქელანჯელო 1475 - 1564 - ჩანაწერები და ნახატები

”ის დიადია, მაგრამ საშიში; მასთან ცხოვრება შეუძლებელია” - პაპი ლეო X მიქელანჯელოზე

”ამ არაჩვეულებრივი ადამიანის მიზანი იყო ადამიანის სხეული წარმოედგინა მთლიანობაში, სრულყოფილი პროპორციებით, წარმოეჩინა თავისი დამოკიდებულება ნაირგვარობის, სულიერი გატაცებებისა და სიხარულის მიმართ” - ჯორჯო ვაზარი 

”სამართალი რად მიმიჩნევს დამნაშავედ, თუ ქმნილება კარგად ჰარმონირებს მის ავტორთან, თუ მიყვარს, თუ ბოლომდე ვიხარჯები და ჩემი ღვთაებრივი ჩანაფიქრი პატივსა და დიდებას მატებს ნებისმიერ კეთილშობილ ადამიანს”.

”თუ შევაფასებთ იმას, რასაც ამ ცხოვრებაში ვქმნით, დავინახავთ, რომ თითოეული ჩვენგანი გაუცნობიერებლად ხატავს სამყაროს, ქმნის ახალ ფორმებს, თავისებურ ჩაცმულობას, ნაგებობასა და სახლებს, ყანებსა და დამუშავებულ მინდვრებს, ხაზებსა და სახეებს”.

”ჩემი ერთადერთი საზრდო არის ის, რაც იწვის და ცეცხლის ალში მხვევს, რადგან ეგების ვიცოცხლო იმით, რაც სხვათათვის მომაკვდინებელია”.

”დიდებული მშვენიერება, ესოდენ რომ მიყვარდა, გულში უნდა ჩამწვდომოდა და იქ მარადიული ტანჯვის ცეცხლი დაენთო; რა სიამოვნებით ჩავაქრობდი მას ჩემი მზერით”.

”არავითარი მეგობარი არ გამაჩნია და არც მინდა”. ”ყველაფერი წყვდიადითაა მოცული. ამ ტკივილითა და გაჭირვებით სავსე დედამიწაზე მე სიბნელეში ვცხოვრობ”. 

”წამოსვლამდე იმ თანხის ნაწილი ვითხოვე, რომელიც სამუშაოს (იულიუს II-ს აკლდამა) გასაგრძელებლად მესაჭიროებოდა. მისმა უწმინდესობამ ორშაბათს დამიბარა. მივედი ორშაბათს, სამშაბათს, ოთხშაბათს, შაბათს, ხუთშაბათს...”

პარასკევს მდივანმა სასახლეში რომ არ შეუშვა, გაღიზიანებული მიქელანჯელო ყვირილით გამოვარდა - ”გადაეცით პაპს, თუ ჩემი ნახვა სურს, შეუძლია ყველგან მეძებოს გარდა რომისა”.

”განხეთქილება პაპთან გამოწვეული იყო ბრამანტესა და რაფაელ დე ურბინოს ჩემდამი სიძულვილით; მათი ბრალია, პაპის აკლდამა მისივე სიცოცხლეში რომ არ სრულდება; მათ ჩემი გაკოტრება უნდათ და რაფაელს საამისოდ მიზეზიც აქვს, რადგან ხელოვნებაში თუ რამე გაეგება, ჩემგან ისწავლა”.

”ჩემთვის ყელზე თოკი უნდა წაეჭირათ, მისთვის (პაპისთვის) პატიება რომ მეთხოვა”. 

”აგერ უკვე ერთი წელია პაპისგან გროშიც არ მიმიღია. მაინც ვმუშაობ გულნატკენი, ჯანმრთელობაშერყეული, სამუშაო ბევრია, მაგრამ არც ხელისუფლება ჩანს და არც ფული” - სწერს მიქელანჯელო მამამისს.

”პაპ ლეოს (ლეო X) არ სურდა იულიუსისთვის ძეგლი ამეგო”.

”თუ გასაჭირში მიმატოვებს, ჩემთვის ამქვეყნად ცხოვრება გაუსაძლისი გახდება. ვიცი, რომ პაპს არც ჩემი გაკოტრება უნდა და არც ჩემი უბედურება”.

”მადლობელი ვარ ზეცისა, თქვენს მშვენიერებას ბოლომდე რომ არ მაზიარა. თუ ამ ასაკში მე ერთიანად არ დავიხარჯე, მხოლოდ იმიტომ, სენიორ, რომ ჩვენი შეხვედრა ასე ხანმოკლე იყო” - სწერს მიქელანჯელო ტომაზო დეი კავალიერის.

”ვცხოვრობ ცოდვისთვის, ვკვდები და მაინც ვცოცხლობ. ჩემი სიცოცხლე მე კი არა, ცოდვას ეკუთვნის. კეთილი ზეცამ მომანიჭა, ბოროტი კი საკუთარმა თავმა”. 

”სასიამოვნოა ძილი, მეტადრე გაქვავება, როცა გაჭირვება და სირცხვილი მძვინვარებს; უნარი, თვალი დავხუჭო და არაფერი ვიგრძნო, ჩემი დიდი განძია; ნუ, ნუ გამაღვიძებ, ხმადაბლა ილაპარაკე”.

”ცხადია, რომ (წმინდა პეტრეს ტაძრის) არქიტექტურული ნაწილები ადამიანის სხეულის ნაწილებს უკავშირდება. ის, ვისაც არ ძალუძს გამოსახოს ადამიანის ფიგურა და არ იცის კარგად ანატომია, ვერც არქიტექტურას გაიგებს”.

”ჩემი ცხოვრების მიწურულს, როცა კერპად ხელოვნება და მონარქი გავიხადე, კარგად მესმის, რა შეცდომებით ვიცხოვრე. არც ხატვა, არც ქანდაკება და აღარც დაგმობა, სული მიფრინავს სიყვარულისკენ, რომელსაც ხელები გაუშლია ჩემს გადასარჩენად! ეკლები და ლურსმნები ორივე ხელში. სისხლი, რომელმაც ჩვენი ცოდვა ჩამორეცხა”.

”რამხელა შთაგონებაა ჩემთვის ლამაზი სახე? ამქვეყნად სხვა არაფერი მახარებს და მამაღლებს ნეტარ სულებამდე ასეთი სათნოებით. მასთან შედარებით სხვა ყოველივე უმნიშვნელო მეჩვენება”. ”ტანჯვით შექმნილი ზოგჯერ ერთი ხელის მოსმით, თითქმის უშრომლად გაკეთებული ჰგონიათ, მაგრამ ასე არ არის. საიდუმლო ის არის, ძალა არ დაზოგო იმის შესაქმნელად, რაც თითქოსდა ძალისხმევის გარეშე გაკეთებული ჩანს”.


წარღვნა 1508-1509
წინასწარმეტყველი ესაია - 1509
ლიბიის სიბილა - 1511
დელფოს სიბილა - 1509
პიეტა
საკუთარი ხელოვნების სრულყოფილებაში ღრმად დარწმუნებულმა მიქელანჯელომ კონტრაქტში მიუთითა - ”პიეტა იქნება ულამაზესი მარმარილოს ქანდაკება და ვერც ერთი ცოცხალი ხელოვანი უკეთესს ვერ შექმნის”.

პიეტა - დეტალი
პიეტა - დეტალი

პიეტა - დეტალი
”უბიწო ქალები სხვებზე გაცილებით დიდხანს რჩებიან ქორფა. მით უფრო ღვთისმშობელი, რომელსაც იოტისოდენა ვნებაც არ განუცდია; ამიტომაც ნუ გიკვირთ, რომ ამის გამო უწმინდესი ღვთისმშობელი, დედა ღვთისა, თავის შვილზე გაცილებით ახალგაზრდა გამოვსახე”.

ადამის შექმნა - 1510
ევას შექმნა 1509-1510
პირველქმნილი ცოდვა და მიწიერი სამოთხიდან განდევნა 1509-1510
დავითი
მოსე
სიქსტის კაპელა
განკითხვის დღე
”თქვენო უწმინდესობავ, უპრიანი იქნებოდა ეს ფიგურები სადმე სამიკიტნოში იყოს და არა თქვენს კაპელაში” - ბიაჯო და ჩეზენა


განკითხვის დღე, დეტალი - ქრისტე განკითხვისას 1537-1541
განკითხვის დღე, დეტალი - ქარონს განკითხულნი გადაჰყავს
”აქ იმხელა რისხვა და შურისძიებაა, რომ სული გეხუთება. უზარმაზარი ძალა რომ არ წმენდდეს, იგი აუტანელი იქნებოდა. კაცობრიობის ისტორიის ასეთი ულმობელი განაჩენი უცხო არაა ქრისტიანული აზროვნებისთვის, მაგრამ მისმა ასეთმა თამამმა და რადიკალურმა გამოსახვამ თავზარი დასცა ქრისტიანთა უმრავლესობას, რასაც სულით ხორცამდე არისტოკრატი მიქელანჯელოსათვის დიდი მნიშვნელობა არ ჰქონია” - რომენ როლანი
სავლეს მოქცევა 1542-1545
წმინდა პეტრეს ჯვარცმა 1545-1550
წყარო - კვირის პალიტრის კოლექცია ”დიდი მხატვრები”

Vangogen • ვანგოგენი

Instagram