ჰენრი დევიდ თოროსა და უოლდენზე

”თოროს ამ ერთ წიგნშია (უოლდენი) ყველაფერი, რაც ამერიკაში გვქონდა და დავკარგეთ” - რობერტ ფროსტი

”გამოცემიდან საუკუნენახევრის შემდეგ უოლდენი ბუნებისაკენ მიბრუნების, მისი დაცვის, სამოქალაქო დაუმორჩილებლობის, ბიზნესის სულის საწინააღმდეგო მუხტის ისეთ ტოტემურ წიგნად იქცა, თორო კი - როგორც დაუმორჩილებელი მეამბოხე, როგორც ახირებული განდეგილი და წმინდანი დღეს ისეთი ცოცხალი და აქტუალურია, რომ დიდია საშიშროება ”უოლდენიც” ისეთ თაყვანსაცემ, მაგრამ წაუკითხავ წიგნად იქცეს, როგორიც ბიბლიაა” - ჯონ აპდაიკი

”მას ამერიკის სულის ინჟინრობა უნდა ეთავა... ამ ქვეყანამ არ იცის, ან ჯერ ვერ გაუგია, თუ რა დიდი შვილი დაკარგა. თუკი სადმეა ცოდნა, თუკი სადმეა სიქველე და სილამაზე, მისი სულიც იქ დაივანებს” - რალფ უოლდო ემერსონი

”დღეს ჩვენი პრობლემა ისაა, რომ შინაგანი გარეგანში ჩაგვეკარგა. რა ზუსტად ესადაგება თოროს საოცარი ფრაზა - ”არასრულყოფილი მიზნების მისაღწევი სრულყოფილი საშუალებები, ჩვენს თანამედროვე ყოფა - ცხოვრებას” - მარტინ ლუთერ კინგი (სანობელე ლექციიდან)

Vangogen • ვანგოგენი

Instagram