ჯონ მაქსველ კუტზეე - მისტერ ფო

მეტყველების მრავალფეროვნებას მიჩვეულ ადამიანს ვერ დააკმაყოფილებს ჩიტების ჩხავილი თუ ჭიკჭიკი, ზღვის ბინადართა ყურისმომჭრელი წივილი თუ ქარის კვნესა.

ჩვენ, როგორც წესი გვეჯავრება ის ადამიანები, ვისაც უხეშად მოვექეცით და მათი თავიდან მოშორება გვირჩევნია.

ყოველი წარმავალი დღით ჩვენი მეხსიერება სულ უფრო და უფრო ნაკლებ საიმედო ხდება.

შორიდან რომ ვუყურებთ, სიცოცხლე მისთვის დამახასიათებელ კონკრეტულობას მოკლებული წარმოგვიდგება.

ყველა დევნილი სულით დევნილი არ არის.

კანონები მხოლოდ და მხოლოდ ერთი მიზნით იქმნება - როცა ჩვენი სურვილები ზომიერების საზღვრების სცილდება, აღვირი უნდა ამოგვდონ. თუ ზომიერებას დავიცავთ, კანონი არ დაგვჭირდება.

წერის დროს ყოველნაირი სიცოცხლე სადღაც ქრება, მისი დაჭერა მხოლოდ ხელოვნებას შეუძლია.

მდუმარე ცხოვრება ვეშაპთა არსებობას ემსგავსება, სხეულის ამ უზარმაზარი კოშკებისა, ერთმანეთისაგან ძალიან შორ-შორს რომ ცურავენ, ან ობობებისას, საკუთარ ქსელში მარტოდმარტონი რომ ჩამსხდარან და იგი მთელი სამყარო ჰგონიათ.

რასაც ცხოვრებაში ვღებულობთ, მოთხრობაში მიუღებელი რჩება.

რა საშინელია ბედი, რომელიც ცხოვრებაში უპასუხო კოცნას გვიქადის!

ის, რასაც შეყვარებულები ერთმანეთს გადასცემენ, მათზე გამაკეთილშობილებლად მოქმედებს და თუნდაც დროებით განკურნავს მათ მარტოობისაგან?

დგება ხოლმე ისეთი დრო, როცა ნივთების სჯობს წიგნებს.

ჩვენს ცხოვრებას რაღაც ჩანაფიქრი წარმართავს და თუ მოთმინებას გამოვიჩენთ, შევძლებთ მის ახსნას.

ჩვენ ყველანი უნდა ვუფრთხილდებოდეთ გარკვეულ უცოდინრობას, რაღაც სიბრმავეს, თორემ ირგვლივ მყოფი საზოგადოება აუტანელი მოგვეჩვენება.

მშობლიური ადგილის შეგრძნება არასოდეს არ ატყუებს ადამიანს.

ქალს შეუძლია მუცლით ატაროს არასასურველი ბავშვი, გაზარდოს უსიყვარულოდ, მაგრამ მაინც მისი დამცველი იქნება, თუნდაც საკუთარი სიცოცხლის ფასად დაუჯდეს.

საეჭვო დიდება მაცდუნებლის უძლიერესი იარაღია.

დადგება დრო, როდესაც ანგარიში უნდა ჩავაბაროთ სამყაროს და ამით სამარადჟამო სიმშვიდე მოვფინოთ ჩვენს სულებს.

მუზა ქალღმერთიცაა და მშობელიც ერთდროულად. მე არ მეწერა საკუთარი ისტორიის დედა გავმხდარიყავი,
მაგრამ მაინც უნდა გამეცოცხლებინა იგი.

”არსებობს პირველი ღამის პრივილეგია, მოვითხოვ მე დამითმოთ იგი” - დავწვინე ზურგზე და თვითონ ზევით აღმოვჩნდი - ასე იქცევა მუზა, პოეტს რომ ეწვევა- წავჩურჩულე მე.

მაშინაც კი, როცა გვგონია, რომ სიჩუმეში ვწერთ, ჩვენი ნაწერი ასახავს მეტყველებას, რომელიც ჩვენს შიგნით ჟღერს, ან რომლითაც მივმართავთ საკუთარ თავს.

ჩვენ შევეჩვიეთ რწმენას, რომ სამყარო შექმნა ღმერთმა, რომელმაც წარმოთქვა სიტყვა; მაგრამ, ხომ შეიძლებოდა ეს სიტყვა დაეწერა, თანაც იმსიგრძე, რომ აქამდე ვერ ვახერხებდეთ მის ბოლომდე წაკითხვას? ვინ იცის, ეგებ ღმერთი კვლავ განაგრძობს იმ სიტყვის წერას, სიტყვისას, რომელიც გამოხატავს სამყაროს და ყველაფერს, რასაც ის მოიცავს?

Vangogen • ვანგოგენი

Instagram