ანტუან დე სენტ ეგზიუპერი - ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა

ადამიანური ურთიერთობები ყველაზე დიდი ფუფუნებაა.

მხოლოდ გულით ხედავენ კარგად, მთავარი უხილავია თვალთაგან.

სულ პირდაპირ თუ იარე, შორს ვერ წახვალ.

გიყვარდეს- ერთმანეთის ყურებას კი არ ნიშნავს, არამედ ხედვას ერთი მიმართულებით.

ჭეშმარიტი სიყვარული სხვათა გამო სიხარულია.

რკინის ლოგიკა დამღუპველია ჩვენი სულისათვის.

შენ არ მიგიღია დედამიწა მემკვიდრეობით შენი წინაპრებისაგან, შენ მას შენი შვილებისაგან სესხულობ.

მეფეები ძალიან მარტივად ხედავენ ცხოვრებას: მათთვის ყველა ადამიანი ქვეშევრდომია.

სიგიჟე მხოლოდ მაშინაა ფასეული, როცა ემსახურება სიყვარულს.

სიცოცხლე- ესაა თანდათანობით დაბადება.

სხვისი განსჯა უფრო იოლია, ვიდრე საკუთარი თავის.

ადამიანებს აღარა აქვთ შეცნობის დრო,ისინი ყველაფერს გამზადებულს ყიდულობენ ვაჭრებთან, მაგრამ რადგან არ არსებობენ მეგობრებით მოვაჭრეები, ამიტომაც ადამიანებს აღარ ჰყავთ მეგობრები.

პატივმოყვარეებს ქების გარდა არაფერი ესმით.

მასალის მოწოდებისათვის მადლობა - კარცერ ლუქსს(ელენე მდინარაძეს)

Vangogen • ვანგოგენი

Instagram